სამართლის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა დისტანციურ რეჟიმში!
2020 წლის 2 მაისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.
როგორც ცნობილია, უნივერსიტეტი 16 მარტიდან ახორციელებს ონლაინ სწავლებას. სამართლის ფაკულტეტის საბჭოს წევრებმა იმსჯელეს დისტანციური სწავლების გამოწვევებზე. გამოთქვეს მოსაზრებები საგაზაფხულო სემესტრის შუალედური, დასკვნითი გამოცდების ჩატარებისა და საბაკალავრო ნაშრომების ონლაინ დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.
სტუდენტები, რომლებსაც სხვადასხვა გარემოების გამო წვდომა არ აქვთ ინტერნეტთან და ვერ ახერხებენ ონლაინ სწავლების რეჟიმში ჩართვას უნივერსიტეტი მათ შესთავაზებს სწავლების ალტერნატიულ გზას, ინდივიდუალური გეგმით, რათა კანონმდებლობით დადგენილი წესით შეძლონ სასწავლო პროცესის დასრულება გონივრულ ვადაში.
მსგავსი სიახლეები
ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. ნონა გელიტაშვილმა მონაწილეობა მიიღო აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ონლაინ სიმპოზიუმში
2021 წლის 23 სექტემბერს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა - პროფ. ნონა გელიტაშვილმა მონაწილეობა მიიღო თბილისის ჰუმანიტა...
ვრცლადI საფეხურის სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით სწავლის დაფინანსების სოციალური პროგრამა
უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ბაკალავრის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ...
ვრცლად
