მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველთა საყურადღებოდ! 10.09.2016

მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველთა საყურადღებოდ!

მაგისტრანტობის კანდიდატების საბუთების მიღება განხორციელდება 2016წლის 5 სექტემბრიდან 14 სექტემბრამდე, ყოველ დღე 10 საათიდან - 17 საათამდე, კვირის გარდა (მისამართი: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ N31).

ა) მაგისტრანტობის კანდიდატმა  უნდა წარმოადგინო შემდეგი   საბუთები:

ა.ა) განცხადება;

ა.ბ.) ბაკალავრის (ან მასთან გათანაბრებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი) დიპლომის და დანართის დამოწმებული ასლი;

ა.გ.) პირადობის მოწმობის  ან პასპორტის ასლი;

ა.დ) 2 ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3×4;

ა.ე.) სამხედრო ბარათის ასლი (ვაჟები);

ა.ვ.) რუსული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის დამოწმებული ასლი, თუ კონკურსანტისთვის რუსული ენა არ არის მშობლიური;  სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში  კონკურსანტმა უნდა ჩააბაროს შესაბამისი დონის გამოცდა, რომელიც ჩატარდება 2016 წლის 14 სექტემბერს 10.00 საათზე (საგამოცდო რეგისტრაციის დაწყების დრო: 09.30 სთ.;  დაგვიანებული კონკურსანტები გამოცდაზე არ დაიშვებიან);

ა.ზ) საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) საკონკურსო გამოცდა სპეციალობაში (რუსული ენასა და ლიტერატურაში)ჩატარდეს 2016 წლის 14 სექტემბერს, 13.00 საათზე; საგამოცდო რეგისტრაცია  დაწყოს 12.30  საათზე  (კონკურსანტებმა თან უნდა იქონიონ მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი; დაგვიანებული კონკურსანტები გამოცდაზე არ დაიშვებიან).

გ) გამოცდების შედეგები გამოცხადდეს  15 სექტემბერს, 17.00 საათამდე;

დ) სააპელაციო განცხადებების მიღება იწარმოებს 16 სექტემბერს, 10.00საათიდან - 17.00საათამდე (მისამართზე: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის, კაბინეტი #5);

ე) სააპელაციო კომისიასთან შეხვედრა ჩატარდეს 17 სექტემბერს, 10.00 საათიდან - 12.00 საათამდე, ოთახი  #5.

ვ)მაგისტრანტობის კანდიდატთა ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება განხორციელდეს 2016 წლის 17 სექტემბრიდან 20 სექტემბერის ჩათვლით (ოთახი #22.) ადმინისტრაციული რეგისტრაცია ითვალისწინებს სემესტრული სწავლების საფასურის არანაკლებ 1/2-ის გადახდას.

მსგავსი სიახლეები

საჯარო ლექცია თემაზე - ლოგისტიკის საფუძვლები & ლოგისტიკური მენეჯმენტი. ლოგისტიკა-როგორც მომავლის პროფესია? 11.06.2021

საჯარო ლექცია თემაზე - ლოგისტიკის საფუძვლები & ლოგისტიკური მენეჯმენტი. ლოგისტიკა-როგორც მომავლის პროფესია?

2021 წლის 9 ივნისს ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: „ლოგისტიკის საფუძვლები &am...

ვრცლად
ახალგაზრდული  ფორუმი - ,,ადგილობრივი თვითმმართველობა სტუდენტებისთვის“ - მეორე დღე 24.02.2020

ახალგაზრდული ფორუმი - ,,ადგილობრივი თვითმმართველობა სტუდენტებისთვის“ - მეორე დღე

  ➡ თბილისის მუნიციპლიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივ...

ვრცლად
თჰუ-ში გაიმართა პროფესორ ვახტანგ ჭარაიას ონლაინ საჯარო ლექცია 06.06.2021

თჰუ-ში გაიმართა პროფესორ ვახტანგ ჭარაიას ონლაინ საჯარო ლექცია

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით 2021 წლის 5 ივნისს ჩატარდა ონლაინ ლექცია თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის...

ვრცლად