21 ოქტომბრიდან იწყება სალექციო კურსი, თემაზე - კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სამოქალაქო სამართალში 16.10.2020

21 ოქტომბრიდან იწყება სალექციო კურსი, თემაზე - კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სამოქალაქო სამართალში

21 ოქტომბრიდან იწყება სალექციო კურსი, თემაზე - „კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სამოქალაქო სამართალში“.

მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნულმა კურსმა უკვე ინტენსიური ხასიათი მიიღო.
მოხარულები ვართ, რომ მოცემული შემეცნებითი აქტივობის ბაზაზე, საფუძველი ჩაეყარა ურთიერთ თანამშრომლობის პროცესს იურიდიული კვლევის ცენტრსა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის. თანამშრომლობის ეს ფორმატი, სამომავლოდ არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელების შესაძლებლობას მოგვცემს.
ინტენსიური კურსის ფარგლებში ძირითად სამიზნე აუდიტორიას სწორედ ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური შემადგენლობა და აკადემიური პერსონალი წარმოადგენს.
კურსს გაუძღვება სამართლის დოქტორი მიხეილ ბიჭია. ტრენერის შესახებ დაწვრილებით იხ.
 
ონლაინ-კურსის მიზნები:
კაზუსის ამოხსნის მეთოდის მნიშვნელობის გააზრება;
ლოგიკური თამიმდევრობის მიხედვით, სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოებების გამოყენებით არგუმენტირებულად და სტრუქტურირებულად ჰიპოთეტური კაზუსების ამოხსნა;
პრაქტიკული შემთხვევების შესწავლისა და მათი სამართლებრივი კვალიფიკაციის უნარების გამომუშავება;
ონლაინ-კურსის ფარგლებში განსახილველი საკითხები:
კაზუსის არსი;
კაზუსის ამოხსნის მეთოდის მნიშვნელობა სასწავლო პროცესსა და პრაქტიკაში;
საქმის ფაბულის შეფასების მოთხოვნები (რეალისტურად და ობიექტურად შეფასება, ანალიზი კონკრეტული გარემოებების საფუძველზე და საფუძვლიანი მსჯელობა);
საქმის არსებითი და არაარსებითი გარემოებების გამიჯვნა;
კაზუსის ამოხსნის სტრუქტურა: გარე და შიდა სტრუქტურა.
სამართლის ნორმის განმარტების მნიშვნელობა კაზუსის ამოხსნაში;
ნორმის განმარტების სახეები (სიტყვასიტყვითი, ლოგიკური, განმვრცობი...).
კანონის ანალოგიის გამოყენების წინაპირობები;
კაზუსის ამოხსნის გარე სტრუქტურის სტადიები:
მოთხოვნის წარმოშობა,
მოთხოვნის შეწყვეტა,
მოთხოვნის განხორციელებადობა.
კაზუსის ამოხსნის შიდა სტრუქტურა:
ა. ჰიპოთეზა;
ბ. ცნებები და წინაპირობები;
გ. სუბსუმცია;
დ. შედეგი.
სილოგიზმი და კაზუსის ამოხსნა:
ზოგადი და იურიდიული სილოგიზმის არსი;
იურიდიული სილოგიზმი კაზუსის ამოხსნისას.
(ეს არის საკითხების მხოლოდ არასრული ჩამონათვალი...)
კურსის გავლის შემდეგ, ყველა მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი სერტიფიკატი
ონლაინ ლექციების ჩატარების დრო: 20:00 სთ.დან - 22:00 სთ.მდე
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ ნომერზე: 558 52 71 61; 598 12 10 23;
ან მოგვწერეთ ფოსტის მეშვეობით: legalresearchcenter545@gmail.com

მსგავსი სიახლეები

სამი ახალი პროგრამა დამტკიცებულია! 24.06.2017

სამი ახალი პროგრამა დამტკიცებულია!

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 23...

ვრცლად
ტრენინგი: მედიცინის როლი ჩვენს ცხოვრებაში 25.06.2019

ტრენინგი: მედიცინის როლი ჩვენს ცხოვრებაში

2019 წლის 24 ივნისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვი...

ვრცლად
პროფ. ნონა გელიტაშვილმა მონაწილეობა მიიღო Erasmus-ისა და DAAD-ს ერთობლივ ღონისძიებაში: BROWN BAG BREAKFAST Erasmus + პოლიტიკის მხარდაჭერისთვის 27.06.2021

პროფ. ნონა გელიტაშვილმა მონაწილეობა მიიღო Erasmus-ისა და DAAD-ს ერთობლივ ღონისძიებაში: BROWN BAG BREAKFAST Erasmus + პოლიტიკის მხარდაჭერისთვის

2021 წლის 25 ივნისს Erasmus-ისა და DAAD-ს ორგანიზებით, ჩატარდა ღონისძიება: „BROWN BAG BREAKFAST Erasmus + პოლიტიკის მხარდაჭერისთვის&...

ვრცლად