08.11.2020
2020 სექტემბრიდან შპს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული ღონისძიებები
2020 სექტემბრიდან შპს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ განახორციელდა შემდეგი ღონისძიებების დაფინასება:
- აკადემიური პერსონალის მიერ ჩატარებული კვლევითი ღონისძიებები:
ა) ფარმაციის პროფგრამის ასოცირებულ პროფესორს მარინა შავლაყაძეს დაუფინანსდა 200 ლარის ოდენობით, შიდა საგრანტო კვლევის „ტექნოგენური ნარჩენებით დაბინძურებული წყლების კვლევა“ პროექტის ფარგლებში ექსპედიცია საკვლევი ობიექტებიდან წყლის სინჯების აღების მიზნით.
ბ) სტომატოლოგიის პროგრამის პროფესორს ნინო ორმოცაძეს 1000 ლარით დაუფინანსდა რუსულენოვანი წიგნის "Нормальная физиология II" გამოცემის ხარჯები.
გ) უნივერისტეტმა 1000 ლარი დააფიანსა ააიპ სამართლის მეცნიერთა კავშირს ჟურნალის „სამართლის მაცნის“ მეორე ნომერი.
დ) 700 ლარით დაუფინანსდა თჰუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანს ასოცირებულ პროფესორს ირმა ბარბაქაძეს აზერბაიჯანულ-ქართულ-რუსული ლექსიკონი გამოცემა;
ე) ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელს ასოცირებულ პროფესორს მაია მელაძე დაფინასდა 500 ლარის ოდენობით, შიდა საგრანტო კვლევის „საქართველოში ტურიზმის ბიზნესის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები და მათი შემცირების გზები (ქვემო ქართლის მაგალითზე)“ პროექტის ფარგლებში კვლევის პირველი ეტაპისათვის.
ვ) სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტებს: კარენ გრიგორიანს და იზა მშვიდობაძეს დაუფინანსდა თითოეულს 99 ევრო ოდენობით, 16-17 ნოემბერს ორგანიზებული „Oral care and Dentistry“- ში მონაწილეობა.
ზ) ფარმაციის ასოცირებულ პროფესორს მარინა შავლაყაძეს და სტუდენტს თეონა კაპანაძეს დაუფინანსდა თითოეულს 99 ევროს ოდენობით, დეკემბერში ორგანიზებული „Pharmacology and Toxicology“- ში მონაწილეობა.
თ) ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანს ილონა საყვარელიძეს და სტომატოლოგიის ქართულენოვანი პროგრამის ხელმძღვანელს ნინო აბაიშვილს დაუფინანსდა თითოეულს 359 დოლარით ოდენობით, 4-5 დეკემბერს ორგანიზებული „American world dentistry congress“ - ში მონაწილეობა.
ი) უნივერსიტეტმა დააფინანსა 450 ლარით თჰუ სამართლის ფაკულტეტისა და იურიდიული კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგი „კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სამოქალაქო სამართალში“.
კ) ფსიქოლოგიის პროგრამის ასოცირებულ პროფესორს შორენა კუჭუხიძეს დაუფინანსდა 250 ევროს ოდენობით 10-11 დეკემბერს ორგანიზებული „განათლების და ფსიქოლოგიის მეცნიერებების ონლაინ კონფერენციაზე მონაწილეობის საფასური„.
ლ) უნივერისტეტმა დააფინანსა 100 ლარით თჰუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული ტრენინგი “ფსიქოლოგიის შესაძლებლობები“ რომელსაც გაუძღვება ტრენერი, ფსიქოკონსულტანტი და პროფერსორი გიორგი დონაძე.
მ) ბიზნეს ადმინისტრირების აფილირებულ ასისტენტ - პროფესორს თამარ საჯაიას, ტურიზმის ასოცირებულ პროფესორს მაია მელაძეს და ბზინეს ადმინისტრირების აფილირებულ ასოცირებულ პროფესორს ირინა ბენიას დაუფინანსდა თითოეულს 200 ევროს ოდენობით 20-22 ნოემბერს ორგანიზებული ეკონომიკის, ბიზნესისა და ორგანიზაციის მესამე საერთაშორისო კონფერენციაზე „სოციალური მედიის ზეგავლენა ადგილის ბრენდიგზე: სოციალური მედიის გამოყენება შიდა ქართლის რეგიონში“ - ში მონაწილეობა.
ნ) უნივერისტეტმა დააფიანსა 2263 ლარით თჰუ აკადემიური პეროსნალისთვის განკუთვნილი 3 დღიანი ტრენინგი „ზრდასრულთა სწავლების თანამედროვე მეთოდები“ რომელიც ჩაატარა იუსტიციის სასწავლო ცენტრმა და აღიშნული კურსი გაიარა თჰუ 15-მა აკადემირუმა პერსონალმა.
ო) უნივერსიტეტმა სამართლსი ფაკულტეტის დეკანს აფილირებულ პროფესორს ლია ჭიღლაშვილს დაუფინანსა 600 ლარით მონოგრაფიის „ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოს კანონმდებლობით“ გამოცემასთან დაკავშირებული ხარჯები.
- შრომითი მოტივაციის ამაღლების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური, მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალი წახალისებულები არიან შესაბამისი თანხებით.
უნივერსიტეტის მიერ ზემოხსენებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელებულია უნივერსიტეტის არსებული 2020 წლის ბიუჯეტის ფარგლებში.
აკადემიური, მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალი წახალისებაზე, შრომითი მოტივაციის ამაღლების მიზნით საერთოდ გაწეულმა თანხამ შეადგინა 9700 (ცხრაათას შვიდასი) ლარი.
- ჯანდაცვის ფაკულტეტის დაფინანსება;
ა) კვლევა - 2500 ლარი;
ბ)კონფერენცია-ტრენინგი (საერთაშორისო და ადგილობრივი) – 3200 ლარი;
- ეკონომიკის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი;
ა) კვლევა -- 500 ლარი;
ბ)კონფერენცია-ტრენინგი(საერთაშორისო და ადგილობრივი)- 2400 ლარი
- სამართალის ფაკულტეტი
ა) კვლევა --1600 ლარი
ბ)კონფერენცია-ტრენინგი(საერთაშორისო და ადგილობრივი)-450 ლარი
- ჰუმანიტარული ფაკულტეტი
ა) კვლევა--700 ლარი
ბ)კონფერენცია-ტრენინგი(საერთაშორისო და ადგილობრივი)- 1100 ლარი
მსგავსი სიახლეები
ტრენინგი - კლასტერულ აკრედიტაციაზე, პროგრამების დარგობრივ მახასიათებლებზე, სწავლის შედეგების ჩამოყალიბებასა და შეფასებაზე
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერისტეტში ჩატარდა ორ დღიანი ტრენინგი: კლასტერულ აკრედიტაციაზე, პროგრამების დარგობრივ მახასიათებლებზე, სწ...
ვრცლად