ონლაინ ლექცია: საქართველოს სასტუმრო ინდუსტრიის პრობლემები და გამოწვევები პანდემიის ფონზე
2020 წლის 18 ნოემბერს, ოთხშაბათს, 18:00 საათზე, უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა ონლაინ ლექცია: „საქართველოს სასტუმრო ინდუსტრიის პრობლემები და გამოწვევები პანდემიის ფონზე“.
ლექცია ჩაატარა „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა ონლაინ პლატფორმა Google Meet-ის საშუალებით.
შალვა ალავერდაშვილმა მიმოიხილა სასტუმრო ბიზნესის წინაშე არსებული პრობლემები და იმედი გამოთქვა, რომ პანდემიის დამარცხებისთანავე ინდუსტრია მოახერხებს ფეხზე დადგომას.
შეხვედრა საინტერესოდ და დინამიურად მიმდინარეობდა. ონლაინ ლექციის მსვლელობისას შალვა ალავერდაშვილი პასუხობდა ლექციაზე დამსწრე სტუდენტებისა და პროფესორების შეკითხვებს. მან მზადყოფნა გამოხატა დაეხმაროს უნივერსიტეტს სასწავლო პროგრამების განვითარებასა თუ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმებაში.
მსგავსი სიახლეები
Erasmus+ საკონტაქტო სემინარი და გერმანული უნივერსიტეტების წარმომადგენელთა ვიზიტი თჰუ-ში
- 2019 წლის 30-31 ოქტომბერს ჩატარდა Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის მიერ ორგანიზებული საკ...
ვრცლადხარკოვის მეხუთე საერთაშორისო იურიდიული ფორუმი
20-24 სექტემბრის ჩათვლით, უკრაინის, იაროსლავ მუდრის ეროვნული სამართლის უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება ხარკოვის მეხუთე საერთაშორისო იური...
ვრცლად
