მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ! 26.01.2021

მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!

მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!

 

2020–2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის მობილობის წესით სტუდენტთა თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლისათვის (გარე მობილობისათვის) განისაზღვროს შემდეგი ოდენობით ვაკანტური ადგილები:

ა) სამართლის  საბაკალავრო პროგრამა – 5 ადგილი;

ბ) ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა (ქართულენოვანი) – 7 ადგილი;

გ) ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა - 3 ადგილი;

დ) დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი პროგრამა (ქართულენოვანი) – 10 ადგილი;

ე) ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა (რუსულენოვანი) – 3 ადგილი;

ვ) დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი პროგრამა (რუსულენოვანი) – 5 ადგილი;

ზ) ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 5 ადგილი;

თ) ფარმაციის საბაკალავრო პროგრამა - 10  ადგილი;

ი) სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამა - 5  ადგილი;

 

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში მობილობის მსურველთა (გარე მობილობა) რეგისტრაცია განხორციელდეს 2021 წლის 28 იანვრიდან 08 თებერვლის 18:00 საათამდე, ვებ–გვერდზე ელექტრონულად (students.emis.ge);

მობილობის შედეგების გამოქვეყნების ვადა - 12 თებერვალი;

 

2021 წლის 12 თებერვლის  12.00 საათიდან  17 თებერვლის 17.00 საათამდე განხორციელდეს გარემობილობით ჩასარიცხ სტუდენტთა მიერ თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა და კრედიტების აღიარება :

ა) პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) ასლი;

ბ) ატესტატის ასლი;

გ) ჩარიცხვის ბრძანების ასლი ან ამონაწერი (იმ უსდ-დან, რომლიდანაც გადმოდის);

დ) აკადემიური ცნობა;

ე) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

ვ) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის სათანადოდ დამოწმებული ასლები;

ზ) წვევამდელის სამხედრო - სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) ფოტოსურათი ¾ - ბეჭდური 3 ცალი;

ი) ცნობა სახელმწიფო გრანტის  მინიჭების შესახებ, რომელიც გაიცემა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ;

კ) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი; (უცხოელებისათვის);

ლ) ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე ბრძანება (უცხოელებისათვის).

მსგავსი სიახლეები

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები 12.08.2021

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები

შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია...

ვრცლად