
ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსია - საზოგადოებათა სამართლის ადგილი სამართლის სისტემაში
„სამართლის მეცნიერთა კავშირი“ და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი ‘სამართლის მაცნე“ გიწვევთ სამართლის დარგის მეცნიერებს და მკვლევარებს ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსიაზე „საზოგადოებათა სამართლის ადგილი სამართლის სისტემაში“.
ღონისძიება გაიმართება 2021 წლის 19 თებერვალს, 17:00 ზე, ზუმის პლატფორმით. გერმანულ – ქართული თარგმანი უზრუნველყოფილი იქნება.
მომხსენებელები:
- პროფესორი კარსტენ შეფერი (გერმანია)
- პროფესორი როინ მიგრიაული (საქართველო)
პროფესორი კარსტენ შეფერი 2002 წლიდან დღემდე გახლავთ მანჰეიმის უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის და საკორპორაციო სამართლის კათედრის გამგე. ის გახლავთ მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. იგი არის ავტორი წიგნისა საზოგადოებათა სამართალი, რომელიც 2019 წელს ქართულ ენაზე თარგმნა პროფესორმა როინ მიგრიაულმა.
ბატონი როინ მიგრიაული გახლავთ სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრი, სამართლის დოქტორი, საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორების“ დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. ბატონი როინი არის მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.
მოხსენებების შემდეგ გაიმართება დისკუსია.
დისკუსია გაიმართება საპილოტე პროექტ „ონლაინ სამეცნიერო დისკუსიების“ ფარგლებში.
შეხვედრის სრული ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება როგორც youtube -ზე, ასევე სამართლის მეცნიერთა კავშირის და ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ ვებ-გვერდებზე.
დისკუსიაში მონაწილეობის მსურველები შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ 17 თებერვლის ჩათვლით აქ განთავსებულ სარეგისტრაციო ბმულზე და გამოგიგზავნით შეხვედრის ბმულს, რისი მეშვეობითაც შეძლებთ მონაწილეობას დისკუსიაში.
მსგავსი სიახლეები
აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები
შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კო...
ვრცლადსაქართველოს სახალხო არტისტის, ლეო ანთაძის 90 წლის იუბილე (სტუმრად თჰუ-ში)
2023 წლის 28 ნოემბერს 13:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება საქართველოს სახალხო არტისტის, ლეო ანთაძის 90 წლის...
ვრცლადპორტუგალიელი პროფესორის ონლაინ საჯარო ლექცია თემაზე: ციფრული მარკეტინგი პრაქტიკაში
2021 წლის 10 ივნისს, 20:00 თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტისა და კვლევებისა და განვ...
ვრცლად