შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ 2021 წლის საგრანტო კონკურსს 01.03.2021

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ 2021 წლის საგრანტო კონკურსს

კონკურსის მიზანი

საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების მიზანია ღიად გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ხელი შეუწყოს გამოცემისათვის გამორჩეული ხარისხის სამეცნიერო ნაშრომების (წიგნი/ მონოგრაფია / საგნობრივი ენციკლოპედია) შერჩევას და მათ გამოქვეყნებას.

 

საპროექტო განაცხადი ტიპი                 ინსტიტუციური 

 

კონკურსის ადმინისტრირება 

2021 წლის 15 თებერვალი - 25 მარტი 18:00 საათამდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;

2021 წლის 8 აპრილი 18:00 საათამდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში;

აპრილი - ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

მაისი - შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;

მაისი-ივნისი - პროექტების შეფასება კომისიის მეშვეობით, კომისიის შეფასების საფუძველზე შერჩეული დასაფინანსებელი და სათადარიგო პროექტების გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცება;

ივლისი - გრანტის მიმღებთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.

 

ჯგუფური კონსულტაციები:

9 მარტი, 16 მარტი – 16:00 საათი, დისტანციურად ვირტუალურ ფორმატში (რეგისტრაციის ბმული გამოქვეყნდება ამავე გვერდზე)

20 მარტი - ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები

  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აგვისტოს №176/ნ ბრძანება
  • შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2021 წლის 12 თებერვლის N07 ბრძანება
  • სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი - დანართი 10
  • დაფინანსების წესი

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები

  • კონკურსის პირობები - დანართი 1
  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - დანართი 2 ივსება GMUS-ში
  • აბსტრაქტი - დანართი 3
  • საპროექტო წინადადება - დანართი 4
  • პროექტის ხელმძღვანელის, კოორდინატორის, ძირითადი პერსონალის (მათი არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფია CV - დანართი 5 ივსება GMUS-ში
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (ნიმუში) - დანართი 6 ივსება GMUS-ში
  • პროექტის განხორციელების ბიუჯეტი (ნიმუში) - დანართი 7 ივსება GMUS-ში
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 8
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - დანართი 9, გენერირდება GMUS-ში
  • სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი - დანართი 10

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმული

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)

 

დამხმარე მასალები

კონკურსის პრეზენტაცია

ხშირად დასმული შეკითხვები

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

  • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით sp@rustaveli.org.ge 20/03/2021-მდე. ხშირად დასმული კითხვები პასუხებით გამოქვეყნდება ფონდის ვებგვერდზე და პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე.

 

კოორდინატორები:

ეკატერინე მიქაუტაძე - პროგრამული საკითხები -  591017610 (დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში)

სალომე თეზელაშვილი - პროგრამული საკითხები -  2 200 220 (4433) (დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში)

კონსულტანტი ფინანსურ საკითხებში - თათია გრიგალაშვილი

 

საკონტაქტო ინფორმაცია: sp@rustaveli.org.ge

მსგავსი სიახლეები

შიდა საფეხბურთო ჩემპიონატი თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში 16.11.2019

შიდა საფეხბურთო ჩემპიონატი თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების საყურადღებოდ! ✅

ვრცლად
ვიზიტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში 24.05.2016

ვიზიტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ეწვივნენ. მათ აკადემიის რექტო...

ვრცლად
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი! 11.04.2017

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი!

2017 წლის 04 აპრილს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და ქ. ბათუმის მერიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი,...

ვრცლად