იდეების კონკურსი - Green Innovation Challenge 29.03.2021

იდეების კონკურსი - Green Innovation Challenge

COVID_19 - ით გამოწვეულმა კრიზისიმა მსოფლიო უამრავი ახალი სირთულის წინაშე დააყენა. შედეგად, ე.წ. „ეკოლოგიური გაჯანსაღების“ („Green recovery”) ინიციატივები მეტად პოპულარული გახდა, რის საპასუხოდაც, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში პროგრამა „ეკოსერვის“ (გარემოსდაცვითი პროგრამა, რომელიც საქართველოში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გერმანის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება) ფარგლებში, მზადდება იდეათა კონკურსი „GreenOvation” (Green Innovation Challenge). კონკურსის მიზანია, გამოვავლინოთ ის სირთულეები და მათთან გამკლავების გზები, რომლებიც შექმნილ კრიზისულ მდგომარეობას შეამსუბუქებს და კონკრეტულ გამოწვევას ინოვაციურ და ეკო-მეგობრულ გადაწყვეტას მოუძებნის.“ეკოსერვის“ საქმიანობის სფეროდან გამომდინარე კი გვსურს, აქცენტი გავაკეთოთ გარემოსდაცვით საკითხებზე. მაგალითად, გარემოსდაცვითი განათლების და ინფორმირებულობის მიმართულება, ტყითა და ტყის რესურსებით სარგებლობის ღირებულებათა ჯაჭვები - ხე-ტყე, ნარჩენი, ეკოტურიზმი, არამერქნული რესურსები, ენერგო ეფექტურობა და სხვა.

 

კონკურსი შედგება რამდნეიმე ეტაპისგან: (1) პირველ ეტაპზე შეგროვდება და შეფასდება კოკურსანტების მიერ გამოგზავნილი გამოწვევები (2) შერჩეული გამოწვეების საპასუხოდ, მეორე ეტაპზე, კონკურსანტები გზავნიან ამ სირთულეების ეკო-მეგობრულ და ინოვაციურ გადაწყვეტას (3) საფინალო ეტაპი - შერჩეული კონკურსანტების მიერ პროექტების წარდგენა და ჟიურის მიერ გამარჯვებულების დაჯილდოვება.

 

პროექტში მონაწილე თითოეულ ქვეყანას (საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს) ეყოლება ერთი გამარჯვებული, რომლებსაც ამ იდეის განსახორციელებლად გადაეცემათ ფულადი პრემია, 10 000 ევრო. პრემიას უზრუნველყოფს პროგრამა ეკოსერვი (GIZ).

 

იდეების განთავსება შესაძლებელი იქნება- ვებ-პლატფორმაზე (https://greenovation.hypeinnovation.com), რომელიც 23 მარტიდან არის ხელმისაწვდომი.

 

შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ GreenOvation-ის facebook გვერდი:

https://www.facebook.com/GreeNovation-104165051757259

მსგავსი სიახლეები

2021 წლის 18 დეკემბერს  გაიმართება ადმინისტრაციული სამართლის ფორუმი 04.12.2021

2021 წლის 18 დეკემბერს გაიმართება ადმინისტრაციული სამართლის ფორუმი

საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის, იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრისა და შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ო...

ვრცლად
მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ! 22.07.2024

მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!

მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ! 2020–2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის მობილო...

ვრცლად