თჰუ აცხადებს შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო კონკურსს 05.04.2021

თჰუ აცხადებს შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო კონკურსს

შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აცხადებს შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო კონკურსს შემდეგი სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორის მიხედვით:

 

1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - (ქვემიმართულება - ბიოლოგიის მეცნიერებები სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები);

2. მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები - (ქვემიმართულება - ჯანმრთელობის მეცნიერებები, კლინიკური მედიცინა, სამედიცინო ბიოტექნოლოგია, მედიცინის სხვა დარგები;

3. სოციალური მეცნიერებები - (ქვემიმართულება - ფსიქოლოგია, ეკონომიკა და ბიზნესი, განათლების მეცნიერებები, სამართალი, პოლიტიკური მეცნიერებები;

4. ჰუმანიტარული მეცნიერებები -  (ქვემიმართულება - ენათმეცნიერება და ლიტერატურა, ფილოსოფია, ეთიკა და რელიგია, სხვა ჰუმანიტარული მეცნიერებები;

 

1. პროექტის წარმოდგენის ვადაა 2021 წლის 05 აპრილიდან 2021 წლის 20 აპრილის ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი № 31. ოთახი  № 17, ყოველდღე, კვირის და სადღესასწაულო დღეების გარდა ან უნივერსიტეტის ოფიციალური ელექტრონული ფოსტით: thu-posta@thu.edu.ge

 

2. პროექტების წარდგენისათვის საჭირო დოკუმენტებია:

ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;

ბ) საპროექტო წინადადება;

გ) პროექტის ბიუჯეტი და გეგმა-გრაფიკი;

დ) პროექტის განმახორციელებელი პერსონალის CV, გამოქვეყნებული შრომების მითითებით.

მსგავსი სიახლეები

ტრენინგი "საერთაშორისო ელექტრონულ ბაზებთან წვდომა" 13.04.2025

ტრენინგი "საერთაშორისო ელექტრონულ ბაზებთან წვდომა"

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტისა და (ა)იპ "საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმი"-ს  ერთობლივი გადაწყვეტი...

ვრცლად