საგანმანათლებლო პროექტი - უწყვეტი განათლება
საჯარო ლექციათა ციკლი - „სამართალი და კანონმდებლობა“
(II ეტაპი)
2021 წლის 4 მაისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე Online პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით ჩატარდა საჯარო ლექცია, თემაზე - „ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები“, რომელსაც უძღვებოდა სამართლის ფაკულტეტის პროფესორი, არჩილ ლორია.
საჯარო ლექციას ესწრებოდა სხვადასხვა უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები.
პროფესორმა, არჩილ ლორიამ ისაუბრა როგორც ოჯახური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, ასევე ძალადობრივი მოპყრობით გამოწვეულ შედეგებზე, რომელიც თანაბრად მტკივნეულია როგორც სხვადასხვა სქესის, ისე ნებისმიერი ასაკისა და სოციალური მდგომარეობის ადამიანისთვის, რაც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციით აღიარებულ თანასწორობისა და ოჯახის კეთილდღეობაზე სავალდებულო ზრუნვის პრინციპებს.
ზემოაღნიშნულმა საკითხმა სტუდენტთა დიდი ინტერესი გამოიწვია. ლექციის დასასრულს გაიმართა საჯარო დისკუსია.
მსგავსი სიახლეები
აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები
შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კო...
ვრცლადთჰუ-სა და აისეკ საქართველოს შორის 2016 წლის 12 სექტემბერს 13:00 საათზე დაიდება პარტნიორული შეთანხმება
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და აისეკ საქართველოს შორის 2016 წლის 12 სექტემბერს 13:00 საათზ...
ვრცლადთჰუ სტუდენტები საქართველოს მთავარ პროკურატურაში!
9 მაისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულეტეტის სტუდნეტები პროფესორ თამარ ლალიაშვილის ხელმძღვანელობით საქართ...
ვრცლად
