სტუდენტური ონლაინ კონფერენცია თემაზე: პანდემია, მსოფლიო ეკონომიკა და კავკასიის რეგიონი
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ბაკალავრიატის საფეხურის ყველა კურსის სტუდენტს, რომელიც დაინტერესებულია ადგილობრივი და საერთაშორისო ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში აქტუალური პრობლემების/გამოწვევების შესწავლითა და კრიტიკული ანალიზით, აგრეთვე არსებული ტენდენციებისა და სამომავლო პერსპექტივების გამოვლენის საკითხებით.
კონფერენცია ჩატარდება 2021 წლის 24 ივნისს
კონფერენციის სამუშაო ენაა: ქართული და რუსული
სრული ტექსტი: 4-6გვერდი (თავფურცელის ჩათვლით);
შრიფტი: Sylfaen;
ხაზებს შორის დაშორება -1.5;
შრიფტის ზომა-12
არჩეული თემის ავტორები კონფერენციაზე წარადგენენ მაქსიმუმ 15 წუთიან პრეზენტაციას. თითოეული გამომსვლელის შემდეგ გაიმართება დისკუსია განხილული თემის გარშემო. კონფერენციის ბოლოს, ჟიურის მიერ აირჩევა 3 საუკეთესო მომხსენებელი, რომლებიც დასაჩუქრდებიან სიმბოლური საჩუქრებით. ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი.
მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია:
https://forms.gle/zdpzTGvAckjZmAwg7
მსგავსი სიახლეები
არ გამოტოვო ! „თბილისიმარათონი“ ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენი
2024 წლის 22 სექტემბერს შპს „ჰაიდელბერგცემენტის“ ორგანიზებით თბილისის ცენტრალურ ქუჩებში გაიმართება ყოველწ...
ვრცლადკასპის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
19 მაისს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და კასპის მუნიციპალიტეტისგამგეობას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმ...
ვრცლად
