ტრენინგი თემაზე: კარიერის დაგეგმვა და მართვა
2021 წლის 27-31 მაისის ჩათვლით სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „კარიერის დაგეგმვა და მართვა“.
ტრენინგს უძღვებოდა ტრენერი - ომარ ტერტერაშვილი.
ტრენინგის ჩატარების მიზანი იყო დაეხმაროს სტუდენტს სამსახურის მოძიებაში, დასაქმებაში. ტრენინგის მსვლელობის დროს განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
• გასაუბრების წესი
• მოლაპარაკების ხელოვნება გასაუბრების დროს
• პიროვნული განვითარება
• სამოტივაციო წერილის შედგენა
• CV ის შედგენა
• საკუთარი პოზოციების ეფეკტურად და კორექტულად წარდგენა
• თვითრწმენის ამაღლება
• სოციალურ ქსელებში პოზიციონირების საკითხები
ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.
თჰუ-ს სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური და
მონაწილე სტუდენტები დიდ მადლობას უხდიან ბატონ ომარს და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის წევრებს ასეთი ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრებისთვის.
მსგავსი სიახლეები
საჯარო ლექცია თემაზე: „ინფლაციის თარგეთირება და ფასების სტაბილურობა“
12 ივნისს, 18.00 საათზე, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, გაი...
ვრცლადგარემობილობით ჩასარიცხ სტუდენტთა საყურადღებოდ!
2018 წლის 07 სექტემბრის 17.00 საათამდე მიმდინარეობს გარემობილობით ჩასარიცხ სტუდენტთა მიერ თბილისის ჰუმანიტ...
ვრცლად
