კიდევ ერთი წარმატებული პროექტი მემორანდუმის ფარგლებში - კრიტიკული და ანალიტიკური მსჯელობის უნარი 22.06.2021

კიდევ ერთი წარმატებული პროექტი მემორანდუმის ფარგლებში - კრიტიკული და ანალიტიკური მსჯელობის უნარი

2021 წლის 20 ივნისს წარმატებით ჩატარდა დისკუსია თემაზე „აბორტი-დანაშაული თუ არჩევანი?“ ერთობლივი პროექტი, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტისა და ა(ა)იპ-ი ,,ახალგაზრდები საზოგადოების უფლებებისათვის“ ჩართულობით საუკეთესო შედეგით დასრულდა.  
საჯარო დისკუსიაზე საინტერესო მოხსენებებით წარსდგნენ სამართლის დოქტორი, პროფესორი არჩილ ლორია, გორის სახელმწიფო სასწავლოო უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსი, ასისტენტ-პროფესორი დავით კვერნაძე და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, აფილირებული პროფესორი ლია ჭიღლაშვილი. 
დისკუსიას უძღვებოდნენ  ა(ა)იპ-ი ,,ახალგაზრდები საზოგადოების უფლებებისათვის“ აღმასრულებელი დირექტორები ხატია ხაბაშვილი და თემურ კოპაძე. ღონისძიების  მონაწილეთა შორის იყვნენ სტდუდენტები, ადვოკატები და პრაქტიკოსი იურისტები.
სადისკუსიო თემის ირგვლივ არ ცხრებოდა ინტერესი და კამათი  აბორტის აკრძალვის, ნაყოფის სიცოცხლის უპირატესობისა და სქესის მიხედვით აბორტის დაგეგმვის ფაქტებზე. დასმული კითხვები გაშუქდა როგორც სამართლებრივ ჭრილში,  ისე ქალის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, ფსიქო-ემოციური პრობლემების გათვალისწინებით. 
შეხვედრის დასასრულს გაჩნდა სურვილი აღნიშნულ თემატიკასთან მიმართებით  ფართო ფორმატის დისკუსია-დებატების დაგეგმვის, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სამართლის, ჯანდაცვისა და ფსიქოლოგიის მიმართულების სპეციალისტები.

მსგავსი სიახლეები

თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი 31.10.2025

თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი

თბილისის ჰუმანიტარულმა სასწავლო უნივერსიტეტმა საფირმო სახელი გამოიცვალა. 2025 წლის 31 ოქტომბრიდან იწოდება თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტად.

ვრცლად
სტომატოლოგიის სარეზიდენტო და სალიცენზიო გამოცდების  მოსამზადებელი ცენტრი 20.03.2023

სტომატოლოგიის სარეზიდენტო და სალიცენზიო გამოცდების მოსამზადებელი ცენტრი

  თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სტომატოლოგიის ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო (სარეზიდენტო) და სახელმწიფო სასერტი...

ვრცლად