პირველკურსელთა რეგისტრაცია!
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 2021 წლის 6 სექტემბრიდან 2021 წლის 17 სექტემბრამდე.
სწავლის დაწყების თარიღია 20 სექტემბერი.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) 2 ნაბეჭდი ფოტოსურათი ზომით 3×4 და ელექტრონული ვერსია (CD დისკზე);
გ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - (ატესტატის) დედანი;
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ვაჟებისათვის);
ე) მთლიანი სწავლის საფასურის მეოთხედის (25%) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშია: საქართველოს ბანკი GE14BG0000000121317100);
აბიტურიენტთა რეგისტრაცია იწარმოებს მისამართზე: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი №31, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 16:00 - მდე.
მსგავსი სიახლეები
კვლევების მიმართულების გასაუმჯობესებლად გათვალისწინებულ იქნა კვლევების მიმართულებით ბიუჯეტში თანხების მატება 50 000 ლარამდე
თჰუ აკადემიური საბჭოს 2020 წლის 01 სექტემბრის N09 დადგენილებით ცვლილება შევიდა თჰუ 2020 წლის ბიუჯეტში და კ...
ვრცლადპერსონალურ მონაცემთა დაცვა უნივერსიტეტში - სტუდენტთა უფლებები
9 ივნისს, 13-00 საათზე, თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტე...
ვრცლად
