ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსია თემაზე - აუცილებელი მოგერიების და უკიდურესი აუცილებლობის აქტუალური საკითხები სისხლის სამართალში 03.11.2021

ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსია თემაზე - აუცილებელი მოგერიების და უკიდურესი აუცილებლობის აქტუალური საკითხები სისხლის სამართალში

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაცია „სამართლის მეცნიერთა კავშირი“  2021 წლის 18 ნოემბერს 19:00 სთ-ზე გამართავს ონლაინ საერთაშორისო დისკუსიას თემაზე “აუცილებელი მოგერიების და უკიდურესი აუცილებლობის აქტუალური საკითხები სისხლის სამართალში“.

მომხსენებლები:

გუსტავო ბალმასედა ჰოიოს (ჩილე) - სალამანაკას უნივერსიტეტის (ესპანეთი) სამართლის დოქტორი, პროფესორი, სისხლის სამართლის მიმართულებით, ჩილეს სამართლის შემსწავლელთა ცენტრის აკადემიური დირექტორი, ადვოკატი, 40-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.

კახა წიქარიშვილი (საქართველო) - სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი.

„სამართლის მეცნიერთა კავშირი“ და საერთაშორისო ჟურნალი „სამართლის მაცნე“ ღონისძიებაზე დასასწრებად იწვევს სამეცნიერო წრეების, უნივერსიტეტებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე პრაქტიკოს იურისტებს, ადვოკატებს, მოსამართლეებსა და პროკურორებს.

დისკუსია გაიმართება საპილოტე პროქტ „ონლაინ სამეცნიერო დისკუსიების“ ფარგლებში.

დისკუსიაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მითითებულ ბმულზე,  2020 წლის 17 ნოემბრამდე:

https://docs.google.com/forms/d/1OANMZ1YxQzpUrccxJpu1rCGMzoDrcylOuhzeW6NdsgE

მსგავსი სიახლეები

თჰუ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ 18.07.2018

თჰუ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ

თბილისის მერიის სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალურმა ცენტრმა თჰუ სამართლის...

ვრცლად
კორონავირუსის პრევენციის მიზნით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები 16.03.2020

კორონავირუსის პრევენციის მიზნით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები

კორონავირუსის პრევენციის მიზნით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოე...

ვრცლად
23 სექტემბერს 11:00 საათზე თჰუში გაიმართა შეხვედრა პირველკურსელებთან! 23.09.2019

23 სექტემბერს 11:00 საათზე თჰუში გაიმართა შეხვედრა პირველკურსელებთან!

23 სექტემბერს 11:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა პირველკურსელებთან...

ვრცლად