საერთაშორისო კონფერენცია DAAD-ის პროექტის ფარგლებში 05.11.2021

საერთაშორისო კონფერენცია DAAD-ის პროექტის ფარგლებში

2021  წლის 28  ოქტომბერს  DAAD-ის პროექტის, ბოლონიის ცენტრის ფარგლებში ჩატარდა ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ფოკუსირებული იყო ფუნდამენტური აკადემიური ღირებულებების მზარდ მოთხოვნებზე უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში (EHEA) და ბოლონიის ჯგუფის (BFUG) პოტენციურ წვლილზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი რანგის ექსპერტები როგორც საგანმანათლებლო, ისე სახელისუფლებო ორგანოებიდან.

შეხვედრა მიზნად ისახავდა ინფორმაციის გაცვლას საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და საერთაშორისო მობილობის გაღრმავების კუთხით. დისკუსიის ფორმატში მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი მოსაზრებები სამეცნიერო ფასეულობების როლზე, სამომავლო საქმიანობის პოტენციალზე, კორონავირუსის კრიზისის შედეგებზე და ურთიერთთანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებზე.

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტიდან ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობდა  სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლია ჭიღლაშვილი.

მსგავსი სიახლეები

თჰუსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 24.04.2018

თჰუსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და საქართველოს უზენაეს  სასამართლოს შორის გაფორმდა ურთიერ...

ვრცლად
თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი 02.07.2018

თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი

გაცნობებთ, რომ თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტის იურიდიული კლინიკის ორგანიზებით 201...

ვრცლად