თჰუ აცხადებს შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო კონკურსს 01.06.2022

თჰუ აცხადებს შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო კონკურსს

 

შპს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი (შემდგომში - თჰუ) აცხადებს შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო კონკურსს შემდეგი სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორის მიხედვით:

 

1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - (ქვემიმართულება - ბიოლოგიის მეცნიერებები სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები);

2. მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები - (ქვემიმართულება - ჯანმრთელობის მეცნიერებები, კლინიკური მედიცინა, სამედიცინო ბიოტექნოლოგია, მედიცინის სხვა დარგები;

3. სოციალური მეცნიერებები - (ქვემიმართულება - ფსიქოლოგია, ეკონომიკა და ბიზნესი, განათლების მეცნიერებები, სამართალი, პოლიტიკური მეცნიერებები;

4. ჰუმანიტარული მეცნიერებები -  (ქვემიმართულება - ენათმეცნიერება და ლიტერატურა, ფილოსოფია, ეთიკა და რელიგიასხვა ჰუმანიტარული მეცნიერებები;

 

1. პროექტის წარმოდგენის ვადაა 2022 წლის 01 ივნისიდან 2022 წლის 15 ივნისის  ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, მისამართზე: . თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი 31. ოთახი  17, ყოველდღე, კვირის და სადღესასწაულო დღეების გარდა ან უნივერსიტეტის ოფიციალური ელექტრონული ფოსტით: thu-posta@thu.edu.ge

 

2. პროექტების წარდგენისათვის საჭირო დოკუმენტებია:

) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;

) საპროექტო წინადადება;

) პროექტის ბიუჯეტი და გეგმა-გრაფიკი;

) პროექტის განმახორციელებელი პერსონალის CV, გამოქვეყნებული შრომების მითითებით.

 

მსგავსი სიახლეები

თჰუსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 18.06.2018

თჰუსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის...

ვრცლად
საზღვარგარეთ გაცვლითი პროგრამა 03.10.2022

საზღვარგარეთ გაცვლითი პროგრამა

► აისეკ საქართველო (AISEC in Georgia) და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი (Tbilisi Humanitarian University) ურთიერთთა...

ვრცლად