„ინოვაციები, რომლებიც ავლენენ ცვლილებებს ტურისტების ქცევაში“
2022 წლის 2 ივნისს, 20:00 თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტისა და კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ონლაინ საჯარო ლექცია თემაზე: „ინოვაციები, რომლებიც ავლენენ ცვლილებებს ტურისტების ქცევაში“. ლექცია ჩაატარა ლატვიის უნივერსიტეტის ბიზნესის, მენეჯმენტისა და ეკონომიკის ფაკულტეტის პროფესორმა კრისტინე ბერზინამ. ლექცია ჩატარდა ინგლისურ ენაზე.
ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები, ასევე მოწვეული სტუმრები. ქალბატონმა კრისტინემ უპასუხა მსმენელების შეკითხვებს. ონლაინ ლექციამ მსმენელების დიდი ინტერესი გამოიწვია და მოწონება დაიმსახურა.
მსგავსი სიახლეები
გარემობილობით ჩასარიცხ სტუდენტთა საყურადღებოდ!
2018 წლის 07 სექტემბრის 17.00 საათამდე მიმდინარეობს გარემობილობით ჩასარიცხ სტუდენტთა მიერ თბილისის ჰუმანიტ...
ვრცლადტრენინგი : ,, როგორ შევქმნათ ძლიერი CV და წარმატებით გავიაროთ გასაუბრება ‘’
2025 წლის 3 დეკემბერს, 13:00...
ვრცლად
