შეთავაზება დასაქმების მსურველ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს! 15.06.2022

შეთავაზება დასაქმების მსურველ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს!

შეთავაზება დასაქმების მსურველ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს!

 

ხარ სტუდენტი ან კურსდამთავრებული?

ხარ მოტივირებული, იყო  ფინანსურად დამოუკიდებელი?

გსურს დასაქმება, მაგრამ ხელს გიშლის სწავლაში? 

ვერ მოიძიე  სამუშაო მოქნილი გრაფიკით?..

კომპანია "პრობლემური აქტივების ბიურო" გაგიწევთ დახმარებას დასაქმებაში, იზრუნებს თქვენს განვითარებასა და კარიერულ ზრდაზე, შეგიქმნით სასიამოვნო სამუშაო გარემოს, გთავაზობთ თქვენთვის მოქნილ სამუშაო გრაფიკს და  ჯანმრთელობის დაზღვევას.

ვაკანსია პოზიციაზე - პორტფელის მართვის  სპეციალისტი

 

ძირითადი მოვალეობები:

კლიენტებთან უშაულო და სატელეფონო კონტაქტი;

მიმდინარე ვადაგადაცილებული / პრობლემური სესხების პორტფელის მართვა და ანალიზი;

კლიენტებისთვის პირობების შეთავაზება და რესტრუქტურიზაციის გაფორმება;

დავალიანების ეტაპობრივად დაფარვის მონიტორინგი და კონტროლი.

 

მოთხოვნები:

ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;

საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული და სხვა უნარ-ჩვევები:

  • დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული კომუნიკაციის უნარი;
  • მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

 

სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:


მცოცავი გრაფიკი - 2 დღე მუშაობა 09:30 -20:30 - ( 2 დღე დასვენება)

 ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 500 ლარი + ბონუსი

 
მისამართი: თბილისი. ბეჟან კალანდაძის . 8   

რეზიუმე გააგზავნეთ მისამართზე: m.batsashvili@pab.ge

Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

 

მსგავსი სიახლეები

ონლაინ იმიტირებული სასამართლო პროცესი სამართლის ფაკულტეტზე 17.07.2021

ონლაინ იმიტირებული სასამართლო პროცესი სამართლის ფაკულტეტზე

საქართველოს იურისტთა ასოციაცია, „ახალი იდეა“ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტთან, გორის სახელმწ...

ვრცლად
საგანმანათლებლო პროექტი - უწყვეტი განათლება 05.05.2021

საგანმანათლებლო პროექტი - უწყვეტი განათლება

საჯარო ლექციათა ციკლი - „სამართალი და  კანონმდებლობა“ (II...

ვრცლად
სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში SlovakAid ფინანსური მხარდაჭერით აცხადებს 2021 წლის მცირე საგრანტო პროგრამას 01.03.2021

სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში SlovakAid ფინანსური მხარდაჭერით აცხადებს 2021 წლის მცირე საგრანტო პროგრამას

სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში SlovakAid ფინანსური მხარდაჭერით აცხადებს 2021 წლის მცირე საგრან...

ვრცლად