სტუდენტთა IV საუნივერსიტეტთაშორისო ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია 20.06.2022

სტუდენტთა IV საუნივერსიტეტთაშორისო ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია

2022 წლის 8 ივლისს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში, სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება:

სტუდენტთა IV საუნივერსიტეტთაშორისო ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია


კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ავტორიზებული უნივერსიტეტის სტუდენტს შემდეგი მიმართულებებით:

ჰუმანიტარული მეცნიერებანი

სოციალური მეცნიერებანი (ფსიქოლოგია)

სამართალი

კონფერენციის სამუშაო ენაა: ქართული, ინგლისური და რუსული

 

  • კონფერენციის მიზანი - სტუდენტთა კვლევითი/ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბება/განვითარება
  • კონფერენცია ემსახურება სტუდენტთა ცნობიერების ამაღლებას,  წარმატებული სტუდენტების გამოვლენასა და წახალისებას
  •  კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს

 

სტუდენტური სამეცნიერო  ნაშრომის შესრულების სტანდარტი:

სამეცნიერო ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული სახით, თან უნდა ახლდეს გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი და რეზიუმე.

 

რეზიუმეს  შესრულების წესი:

  • რეზიუმეს  მოცულობა 300 სიტყვა;
  •   რეზიუმე   უნდა შესრულდეს ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  • საკვანძო სიტყვები უნდა ჩაიწეროს ქართულ და ინგლისურ ენებზე;

 

ნაშრომის წარმოდგენის წესი:

ნაშრომი უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე, ნაშრომი  წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე Microsoft Word-ის დოკუმენტის სახით.

  •  სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომები მიიღება ქართულ ან ინგლისურ ენებზე;
  • ნაშრომი მოიცავს რეზიუმეს;
  • ნაშრომის მოცულობა გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალისა და რეზიუმეს ჩათვლით არ უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატის 06-10 ნაბეჭდ გვერდს.


სტატიისა  და რეზიუმეს გაფორმების წესი:

  •  შრიფტი - Sylfaen;
  • ზომა - 12;

სტუდენტმა ნაშრომის სატიტულო გვერდზე უნდა მიუთითოს თემის სახელწოდება, მონაწილის სახელი, გვარი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება, აკადემიური ხარისხი, ხელმძღვანელის სახელი, გვარი - 12;  ძირითადი ტექსტი - 12.

  • ნაშრომი უნდა იყოს მკაფიოდ სტრუქტურირებული (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა)
  • ნაშრომის შემადგენელი ნაწილების სათაურები უნდა გაფორმდეს გამუქებული ტექსტით (BOLD)
  • ციტირება უნდა განხორციელდეს შემდეგი სტილის დაცვით:
  • წიგნი: ავტორის გვარი, სახელი. წიგნის სახელი, ქალაქი, გამომცემლობა, თარიღი.
  • სტატია: ავტორის გვარი, რამდენიმე ავტორის შემთხვევაში გამოყოფილი მძიმით, “სტატიის დასახელება,“ ჟურნალის დასახელება, გამოცემის ნომერი (წელი), გვერდი.
  • სტრიქონებს შორის ინტერვალი 1,5
  •  გვერდის საზღვრები - 2,5 ყველა მხრიდან;
  • თითოეული გვერდი უნდა დაინომროს.

კონფერენციის მონაწილემ სასურველია წარმოადგინოს 15 წუთიანი პრეზენტაცია Power Point-ის პროგრამის გამოყენებით.

 

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას წარუძღვება  ჟიური, რომელიც ზემოაღნიშნული კრიტერიუმების საფუძველზე გამოავლენს გამარჯვებულებს და გადაეცემათ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი და სიმბოლური საჩუქრები, ხოლო რეცენზირებული ნაშრომები გამოქვეყნდება კონფერენციის მოხსენებათა კრებულში.

ონლაინ სამეცნიერო კონფერენციაზე მონაწილეობის მსურველებმა აუცილებელია გაიარონ რეგისტრაცია და შეავსონ აპლიკაცია:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdHrAxK5Ad8pJKZ2QFwxw3SVVnDm9T4M0xJVEghS5r6mzh3gw/viewform

საკონფერენციო ნაშრომის გამოგზავნის ვადა და ელექტრონული მისამართი:

^  I ეტაპი - 2022 წლის 20 ივნისიდან 27 ივნისამდე - ელექტრონული რეგისტრაცია

^  II ეტაპი - 2022 წლის 27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით - დასრულებული ნაშრომების გამოგზავნა ელექტრონულ მისამართზე:
   irinaarj@gmail.com   
l   ika.chig@yahoo.com

საკონტაქტო ტელეფონები:

599 51 73 04 ირინა არჯევანიძე

597 54 00 46 ლიკა ჭიღლაშვილი

 

სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო ონლაინ  სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება

 8 ივლისს 10 საათზე  ZOOM  პლატფორმის გამოყენებით:

 

https://us06web.zoom.us/j/3835594703?pwd=eEZtNDJZclg4MWdVNTFHS2VPMEVIZz09

 

Meeting ID: 383 559 4703

Passcode: thu047

 

 

მსგავსი სიახლეები

პირველკურსელთა საყურადღებოდ! დაიწყო რეგისტრაცია ექსკურსიასთან დაკავშირებით! 05.10.2019

პირველკურსელთა საყურადღებოდ! დაიწყო რეგისტრაცია ექსკურსიასთან დაკავშირებით!

პირველკურსელთა საყურადღებოდ! დაიწყო რეგისტრაცია ექსკურსიასთან დაკავშირებით! დაინტერესებულმა პირებმა დეტალე...

ვრცლად
თჰუ სტუდენტები საქართველოს მთავარ პროკურატურაში! 12.05.2017

თჰუ სტუდენტები საქართველოს მთავარ პროკურატურაში!

9 მაისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულეტეტის სტუდნეტები პროფესორ თამარ ლალიაშვილის ხელმძღვანელობით საქართ...

ვრცლად
თჰუ პირველკურსელებს ეპატიჟება უფასო საექსკურსიო ტურზე! 22.09.2018

თჰუ პირველკურსელებს ეპატიჟება უფასო საექსკურსიო ტურზე!

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ გილოცავთ პირველკურსელებს სასწავლო წლის დაწყებას დ...

ვრცლად