ღია წვდომის პლატფორმის OPENJOURNALS.GE-ს პრეზენტაცია 03.11.2022

ღია წვდომის პლატფორმის OPENJOURNALS.GE-ს პრეზენტაცია

10 ნოემბერს 10-00 ზე, მეცნიერების საერთაშორისო დღის ფარგლებში ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა და საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მკვლევრებს, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლებს, მეცნიერებსა და აკადემიურ პერსონალს იწვევ საქართველოში გამოცემული სამეცნიერო ჟურნალების ღია წვდომის პლატფორმის OPENJOURNALS.GE-ს პრეზენტაციაზე.

 OPENJOURNALS.GE შექმნის მიზანია ქართველი მეცნერების ნაშრომების ხილვადობისა და ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა.

OPENJOURNALS.GE დაფუძნებულია Open Journal Systems (OJS) ბაზაზე და წარმოადგენს საქართველოს ბიბლიოთეკის ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმის მიმდინარე პროექტს, რომელსაც მხარს უჭერს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა და საერთაშორისო ორგანიზაცია EIFL.

შეხვედრა გაიმართება ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში (მერაბ ალექსიძის II შესახვევი N3).

დასწრება თავისუფალია, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა:  https://forms.gle/T6snCBfzZ1rWPkf97

რეგიონებისთვის შეხვედრაზე ონლაინ ფორმატით დასასწრებად სააპლიკაციო ფორმის შევსების შემდეგ გაიგზავნება Zoom ლინკი.

 შეხვედრის განრიგი:

10:00 -10:45 პრეზენტაცია და საიტის ონლაინ დემონსტრირება (ნინო პავლიაშვილი; ნატალი გიორგობიანი)
10:45 – 11:15 კითხვა-პასუხის რეჟიმი
11:15 - ყავის შესვენება

გიგზავნით ღონისძიების FB ლინკს: https://www.facebook.com/events/2010177672512090/?ref=newsfeed

 

 

მსგავსი სიახლეები

საქველმოქმედო საღამო თჰუში 15.05.2019

საქველმოქმედო საღამო თჰუში

2019 წლის 15 მაისს 18:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეზოში გაიმართება საქველმოქმედ...

ვრცლად
 ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვა". 31.10.2022

 ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვა".

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით  27 ოქტომბერს ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე "პერსონალურ მონაც...

ვრცლად