აგატა დაზსკოს ვებინარი საერთაშორისო სამართალზე!
აგატა დაზსკოს ვებინარი საერთაშორისო სამართალზე!
(27 აპრილი 22:00 სთ)
სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტი, საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციასა და თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, იწყებს ახალ ინიციატივას - ვებინარების სერია საერთაშორისო სამართალზე.
პირველი ინგლისურენოვანი ვებინარი "Between Black & White: Understanding International Investment Law and Arbitration", რომელსაც აგატა დასზკო გაუძღვება, საერთაშორისო საინვესტიციო სამართალს მიეძღვნება და საქართველოს დროით 2023 წლის 27 აპრილის 22:00 საათზე გაიმართება.
აგატა დაზსკო გახლავთ გეტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) მეცნიერ-თანამშრომელი და დოქტორანტი, ლეიდენის უნივერსიტეტის (ნიდერლანდები) საერთაშორისო საჯარო სამართლის მაგისტრი. ასევე EFILA ბლოგის (ევროპის საინვესტიციო სამართლისა და არბიტრაჟის ფედერაცია) მთავარი რედაქტორი და მსოფლიო სავაჭრო სამართლის კომენტარების გენერალური რედაქტორის თანაშემწე.
აგატა ასევე გახლავთ OECD-ის კონსულტანტი და რამდენიმე იურიდიული საზოგადოების აქტიური წევრი, მათ შორისაა საერთაშორისო სამართლის ასოციაცია (ახალგაზრდა მეცნიერი 2022), საერთაშორისო სამართლის ევროპული საზოგადოება და საერთაშორისო ეკონომიკური სამართლის საზოგადოება.
ვებინარს მოდერირებას გაუწევს სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი და საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი, გიორგი ჩაჩხიანი.
ვებინარში მონაწილეობა უფასოა. რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, შეავსოთ შესაბამისი ფორმა: https://forms.gle/nULWazs8nuKCUxU78
მსგავსი სიახლეები
„ტურიზმისა და ბიზნესის საერთაშორისო ფორუმი 2024“
2024 წლის 22-23 ოქტომბერს „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ ჩატარდა „ტურიზმისა და ბიზნესის საერთაშორისო ფორუმი 2024.“ ფ...
ვრცლადმე-8 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი
თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრნენ მე-8 საერთაშორისო სტომატოლოგ...
ვრცლადმარინე შავლაყაძეს 200 ლარით დაუფინანსდა ტექნოგენური ნარჩენებით დაბინძურებული წყლების კვლევა
ფარმაციის პროფგრამის ასოცირებულ პროფესორს მარინე შავლაყაძე...
ვრცლად
