„ტურიზმისა და ბიზნესის საერთაშორისო ფორუმი 2024“
2024 წლის 22-23 ოქტომბერს „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ ჩატარდა „ტურიზმისა და ბიზნესის საერთაშორისო ფორუმი 2024.“
ფორუმში მონაწილოება მიიღო გალფის ქვეყნებიდან 90-მა დელეგატმა, შპს „აია ედუქეიშენის“ დაფუძნებას მიეძღვნა პრეზენტაცია რომლის მიზანია სასწავლო პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო სტუდენტების ჩამოყვანა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
ღონისძიებაზე გაიმართა პანელური დისკუსიები და B2B შეხვედრები. ფორუმმა ნამდვილად შექმნა კომუნიკაციის პლატფორმის ახალი შესაძლებლობები, აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობა მიიღო თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმაც, შპს „აია ედუქეიშენის“ თანამშრომლებს შეხვდნენ თჰუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი გიორგი ხარშილაძე და კვლევებისა და განვითარების სამსახურის სპეციალისტი მაია მელაძე.
შეხვედრის ფარგლებში დაისახა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. უახლოეს პერიოდში თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტი უმასპინძლებს აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლებს.
მსგავსი სიახლეები
ციფრული მენეჯმენტი Covid 19 პანდემიისა და პოსტ–პანდემიურ პირობებში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (თბილისი, საქართველო) ფრესენიუსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან (Hochschule Fresenius Universi...
ვრცლადსსიპ-შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ელსევიერთან ერთად იწყებს ვებინარების სერიას
სსიპ-შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ,,ელსევიერთან’&rsquo...
ვრცლად
