უნივერსიტეტში ორდღიანი ინტენსიური ტრენინგ-კურსი ჩატარდა  “ახალგაზრდები ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა გაძლიერებისთვის” 08.06.2023

უნივერსიტეტში ორდღიანი ინტენსიური ტრენინგ-კურსი ჩატარდა “ახალგაზრდები ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა გაძლიერებისთვის”

 

2023 წლის 4 და 5 ივნისს, თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში, პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა გაძლიერებისთვის  ჩატარდა  ინტენსიური ტრენინგ-კურსი.

 

ტრენინგ-კურსს უძღვებოდნენ:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის საერთაშორისო დაცვის საკითხთა სამმართველოს ლტოლვილის სტატუსის დადგენის მთავარი სპეციალისტი, ელიზაბეტ კაკაბაძე;

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის სამართლებრივი მრჩეველი, გვანცა დოლბაია;

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში, სამართლის დოქტორი ონისიმე ცხომელიძე;

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენლობის უფროსი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში, სალომე ქუსიკაშვილი.

მოწვეული ექსპერტების მიერ განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

იძულებითი მიგრაცია და ლტოლვილთა დაცვის სამართლებრივი ჩარჩო;
ლტოლვილთა ჩართულობისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა;
ლტოლვილთა უფლებების დაცვა სასამართლო და საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმების გამოყენებით;
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამართლებრივი მდგომარეობა და მათ წინაშე არსებული გამოწვევები.

 

როექტში მონაწილეობა მიიღო თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო სამართლის, საჯარო მმართველობის, ბიზნესის ადმინისტრირების, კულტურისა და მედიის სოციოლოგიის, ჟურნალისტიკისა და პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებების სამივე საფეხურის ოცდაათამდე სტუდენტმა.

 

ტრენინგ-კურსის გავლის შემდეგ, მონაწილეები ერთი თვის ვადაში, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა გაძლიერებისა და ინტეგრაციის მიმართულებით იმუშავებენ ანალიტიკურ სტატიებსა და არსებული პრობლემების გადაწყვეტის რეკომენდაციებზე.

კურსის ფარგლებში, პროექტის ავტორისა და ორგანიზატორის, გიორგი ჩაჩხიანის მიერ ასევე განხილულ იქნა მსგავსი ტიპის დოკუმენტებზე მუშაობის სპეციფიკა. საუკეთესო ნაშრომების წარდგენა, დარგის ექსპერტების თანდასწრებით, მოხდება შემაჯამებელ კონფერენციაზე და გამოიცემა პუბლიკაციად.

 

პროექტიახალგაზრდები ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა გაძლიერებისთვისკავკასიური სახლისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის “International Alert”-ის პროექტისახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივამცირე გრანტის ფარგლებში, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

მსგავსი სიახლეები

II ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია, 6 დეკემბერი, 2021 12.08.2021

II ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია, 6 დეკემბერი, 2021

ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია, 6 დეკემბერი, 2021

ვრცლად
პროფესორმა ნონა გელიტაშვილმა მოიპოვა DAAD-ის ფონდის კვლევითი გრანტი 19.12.2019

პროფესორმა ნონა გელიტაშვილმა მოიპოვა DAAD-ის ფონდის კვლევითი გრანტი

ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. ნონა გელიტაშვილმა მოიპოვა გერმანიის აკადემიური...

ვრცლად
დევი შონიას საჯარო ლექცია თემაზე: თანამედროვე უნივერსიტეტების ბიზნესთან თანამშრომლობის შესახებ: მოწინავე ეკოსისტემები და საქართველო 25.03.2022

დევი შონიას საჯარო ლექცია თემაზე: თანამედროვე უნივერსიტეტების ბიზნესთან თანამშრომლობის შესახებ: მოწინავე ეკოსისტემები და საქართველო

30 მარტს, 19 საათზე, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდება დევი შონიას საჯარო ლექცია თემაზე: ,,თანამედროვე უნ...

ვრცლად