სტუდენტთა V საუნივერსიტეტთაშორისო ონლაინ  სამეცნიერო კონფერენცია! 17.07.2023

სტუდენტთა V საუნივერსიტეტთაშორისო ონლაინ  სამეცნიერო კონფერენცია!

 

  1.   წლის 7 ივლისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით  ჩატარდა სტუდენტთა რიგით V საუნივერსიტეტთაშორისო ონლაინ  სამეცნიერო კონფერენცია. 

კონფერენციის მიზანი-სტუდენტთა კვლევითი/ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებაა, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტთა ცნობიერების ამაღლებასა და  წარმატებულ სტუდენტთა გამოვლენა/წახალისებას. 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა აკრედიტირებული  უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატისმაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის  სტუდენტებმა.

კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. სტუდენტებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები სამართლის, ბიზნესი, ფსიქოლოგიისა და ტურიზმის მიმართულებებით.

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას უძღვებოდა  ჟიური: თბილისის ჰუმანიტარული  უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები, სამართლის მიმართულების პროფესორი ლია ჭიღლაშვილი, ასოცირებული პროფესორი ნიკა დუდაშვილი, ამავე პროგრამის აფილირებული პროფესორი მანანა ხვედელიძე; ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნონა გელიტაშვილი და პროფესორი მაია მელაძე.

დასასრულს, ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული სტუდენტები. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. რეცენზირებული ნაშრომები გამოქვეყნდება კონფერენციის მოხსენებათა კრებულში.

მსგავსი სიახლეები

2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები! 24.01.2018

2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები!

1. თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში მობილობის მსურველთა (გარე მობილობა) რეგისტრაცია განხორციელდება 2018 წლის 12 იანვრიდან 01...

ვრცლად
სამეცნიერო კონფერენცია სამართალში! 18.03.2018

სამეცნიერო კონფერენცია სამართალში!

"სამეცნიერო კონფერენცია სამართალში"  

ვრცლად
სტუდენტური დღეები 2015 - ქვიშის ფრენბურთი 24.05.2016

სტუდენტური დღეები 2015 - ქვიშის ფრენბურთი

სტუდენტური დღეები 2015 - ქვიშის ფრენბურთი

ვრცლად