სამეცნიერო სტატიის შეფასება: ეტაპები და პროცედურები
10 ივლისს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა ტრენინგი თემაზე: „სამეცნიერო სტატიის შეფასება: ეტაპები და პროცედურები.“ ტრენინგი განკუთვნილი იყო ჟურნალის მთავარი რედაქტორებისა და სარედაქციო კოლეგიის წევრებისთვის. ტრენინგზე განხილული იყო პროცედურები სტატიის გაგზავნიდან მის გამოქვეყნებამდე, ასევე საუბარი იყო სარედაქციო კოლეგიის, რეცენზენტებისა და მთავარი რედაქტორის როლზე, ავტორისა და გამომცემლის საავტორო უფლებაზე სტატიებთან დაკავშირებით.
ტრენინგს უძღვებოდა DOAJ-ის ასოცირებული რედაქტორი, რეცენზიის ექსპერტი - ნათია გაბედავა. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტიდან აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის შრომათა კრებულის სარედაქციო კოლეგიის წევრებმა: პროფესორმა ნონა გელიტაშვილმა, ასოცირებულმა პროფესორმა მაია მელაძემ და ასოცირებულმა პროფესორმა მარინე შავლაყაძემ. ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
მსგავსი სიახლეები
გამოიცა თჰუს სამართლის ფაკულტეტის პროფესორის, თამარ ჩიტოშვილის სამეცნიერო ნაშრომი
გამოიცა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პროფესორის,...
ვრცლადკლასტერული აკრედიტაცია და თემატური ანალიზი საქართველოში
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და ევროკავშირის დაძმობილების პროექტის „ხარისხის უზრუნველყოფისა და კვალიფიკაციების...
ვრცლად
