V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია, 2 ნოემბერი 2024 წელი 02.10.2023

V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია, 2 ნოემბერი 2024 წელი

2024 წლის 2 ნოემბერს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდება V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია.  

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:

  1. ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  2. სოციალური მეცნიერებები (ბიზნესი, სამართალმცოდნეობა და ფსიქოლოგია);
  3. ტურიზმი;
  4. სტომატოლოგია და ფარმაცია;
  5. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

 

სამუშაო ენა ქართული და ინგლისური

კონფერენციაში მონაწილეობის სარეგისტრაციო თანხა შეადგენს 50 ევრო,  საქართველოს მოქალაქეთათვის - 50 ლარს.

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის თანამშრომლებისათვის კონფერენციაში მონაწილეობა უფასო.
ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო ნაშრომი გამოიცემა ბეჭდური სახით.

გთხოვთ, თეზისები გადმოაგზავნოთ 2024 წლის 24 ოქტომბრამდე,  ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: conference.thu@gmail.com

საკონტაქტო პირი

გიორგი ხარშილაძე  - მობ. 555 308 708

მაია მელაძე   - მობ.  593 93 07 54

 

თეზისების გაფორმების მოთხოვნები

  1. თეზისები იგზავნება ორ ენაზე - ქართულად და ინგლისურად (გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ინგლისური ტექსტის ხარისხს!)
  2. გვერდის ფორმატი - А4;
  3. თეზისების მოცულობა – 350 სიტყვა;
  4. 5 საკვანძო სიტყვა;
  5. გვერდის ველი ყველა მხრიდან - სმ;
  6. ფონტი ქართული ტექსტი – Sylfaen (ზომა 11), ინგლისური -Times New Roman (ზომა 12);
  7. ინტერვალი - 1 (Single);
  8. აბზაცი - 0.5 სმ;
  9. სათაური (Bold, ზომა - 14), ერთი ინტერვალის გამოტოვებით ავტორის სახელი, გვარი, უმაღლესი სასწავლებლის / დაწესებულების დასახელება / სწავლის საფეხური / სამეცნიერო ხარისხი, წოდება (Bold, ზომა 10,);


 

თჰუ-ს კვლევებისა და განვითარების ცენტრი

 

მსგავსი სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა შიდა გრანტებთან დაკავშირებით 29.09.2020

საინფორმაციო შეხვედრა შიდა გრანტებთან დაკავშირებით

ორშაბათს, 28 სექტემბერს ჩატარდა ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის...

ვრცლად
გენოციდის კვირეული თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში 03.12.2020

გენოციდის კვირეული თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში

2020 წლის პირველ დეკემბერს, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფა...

ვრცლად