მიიღეთ მონაწილეობა განათლების საერთაშორისო გამოფენაზე
საუკეთესო შეთავაზება თჰუ-ს სტუდენეტებს!
მიიღეთ მონაწილეობა განათლების საერთაშორისო გამოფენაზე (საგანმანათლებლო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge)
2024 წლის 7 აპრილს სასტუმრო „Holiday Inn Tbilisi“ გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა. გამოფენა ტარდება სტუდენტებისთვის, ვინც დაინტერესებულია საზღვარგარეთ სწავლით, სტიპენდიებისა და გრანტების მიღებით, საზაფხულო სკოლებით, მოკლევადიანი კურსებით და სხვადასხვა სასწავლო პროგრამით.
გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სასწავლებლები, ასევე საქართველოში არსებული საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც გამოფენაზე მისულ დაინტერესებულ პირებს შეთავაზებენ სტიპენდიებს და სხვადასხვა სასწავლო პროგრამებს (როგორც გრძელვადიან, ასევე მოკლევადიანს).
აღნიშნული გამოფენის საშუალებით დაინტერესებულ პირებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, პირისპირ გაესაუბრონ საზღვარგარეთ არსებული უმაღლესი სასწავლებლების, ასევე, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების (DAAD, ფრანგული ინსტიტუტი, ამერიკის საელჩო, ბრიტანეთის საელჩო, AIESEC, ESN და ა.შ.) წარმომადგენლებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.
გამოფენაზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1YsOGcFTrSEgQP16DDdDgMSDgXr11xN_UCRya4mf8yNU/edit#responses
განათლების საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორია საგანმანათლებლო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge (www.edu-guide.ge)
ჩატარების თარიღი და დრო: 2024 წლის 7 აპრილი; 12:00-დან 17:00-საათამდე
ჩატარების ადგილი: სასტუმრო Holiday Inn Tbilisi (მისამათი:26 მაისის მოედანი #1; სპორტის სასახლის მოპირდაპირე მხარეს).
Facebook ღონისძიება შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.facebook.com/events/1095622131653863?active_tab=about
მსგავსი სიახლეები
სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია
რეგისტრაცია დაიწყო... თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით...
ვრცლადეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის თანამშრომლების მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში
2019 წლის 22-24 თებერვალს, ეკონომიკის კვლევისა და განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით, ქალაქ ბაქოში (აზერბ...
ვრცლადსამართლის ფაკულტეტზე ჩატარდა პროფესორ-მასწავლებელთა ონლაინ-შეხვედრა
2020 წლის 25 სექტემბერს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე ჩატარდა პროფესორ...
ვრცლად
