აზერბაიჯანული და სომხური თემების წარმომადგენელი ახალგაზრდების ცნობიერების ზრდისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესებში 16.03.2021

აზერბაიჯანული და სომხური თემების წარმომადგენელი ახალგაზრდების ცნობიერების ზრდისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესებში

თბილისის ამერიკული კუთხის ეგიდითა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით იწყება პროგრამის - „თემის ელჩების“ - ერთი-ერთი გამარჯვებული პროექტი: „აზერბაიჯანული და სომხური თემების წარმომადგენელი ახალგაზრდების ცნობიერების ზრდისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესებში“.

პროექტი მოიცავს თბილისში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მცხოვრები აზერბაიჯანული და სომხური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ნატოს სტრუქტურის, ფუნქციებისა და ამ ორგანიზაციაში საქართველოს ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ.

პროექტის მნიშვნელოვანი დეტალები:
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-29 წლის ეთნიკურად აზერბაიჯანელ და სომეხ ახალგაზრდებს.
პროექტის ყველა მონაწილე მიიღებს ორენოვან (ქართ. და ინგლ.) სერტიფიკატს. დებატებსა და ესეების კონკურსში გამარჯვებულები კი პრიზებით დაჯილდოვდებიან.
აქტივობების ძირითადი ნაწილი ჩატარდება შაბათ-კვირას.
პროექტის სამუშაო ენა არის ქართული.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 21.03.2021, 21:00 სთ.
დეტალური ინფორმაციისა და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად ეწვიეთ ბმულს  
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პროექტის ფეისბუქ გვერდი  

მსგავსი სიახლეები

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პირველკურსელთა საყურადღებოდ! 29.08.2017

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პირველკურსელთა საყურადღებოდ!

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 30 აგვისტოდან 07 სექტემბ...

ვრცლად
საინტერესო შეხვედრა თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში! 13.06.2019

საინტერესო შეხვედრა თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში!

საინტერესო შეხვედრა თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში!

ვრცლად