აზერბაიჯანული და სომხური თემების წარმომადგენელი ახალგაზრდების ცნობიერების ზრდისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესებში 16.03.2021

აზერბაიჯანული და სომხური თემების წარმომადგენელი ახალგაზრდების ცნობიერების ზრდისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესებში

თბილისის ამერიკული კუთხის ეგიდითა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით იწყება პროგრამის - „თემის ელჩების“ - ერთი-ერთი გამარჯვებული პროექტი: „აზერბაიჯანული და სომხური თემების წარმომადგენელი ახალგაზრდების ცნობიერების ზრდისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესებში“.

პროექტი მოიცავს თბილისში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მცხოვრები აზერბაიჯანული და სომხური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ნატოს სტრუქტურის, ფუნქციებისა და ამ ორგანიზაციაში საქართველოს ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ.

პროექტის მნიშვნელოვანი დეტალები:
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-29 წლის ეთნიკურად აზერბაიჯანელ და სომეხ ახალგაზრდებს.
პროექტის ყველა მონაწილე მიიღებს ორენოვან (ქართ. და ინგლ.) სერტიფიკატს. დებატებსა და ესეების კონკურსში გამარჯვებულები კი პრიზებით დაჯილდოვდებიან.
აქტივობების ძირითადი ნაწილი ჩატარდება შაბათ-კვირას.
პროექტის სამუშაო ენა არის ქართული.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 21.03.2021, 21:00 სთ.
დეტალური ინფორმაციისა და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად ეწვიეთ ბმულს  
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პროექტის ფეისბუქ გვერდი  

მსგავსი სიახლეები

V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული  ინტერდისციპლინური კონფერენციის მასალების კრებული 25.02.2025

V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენციის მასალების კრებული

V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული  ინტერდისციპლინური კონფერენციის მასალების კრებული თბილისი, 11 დეკემბერი, 2024  

ვრცლად
2020 წლის 4 ნოემბერს გაიმართება ონლაინ შეხვედრა ქვემო ქართლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან 31.10.2020

2020 წლის 4 ნოემბერს გაიმართება ონლაინ შეხვედრა ქვემო ქართლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან

2020 წლის 4 ნოემბერს, ოთხშაბათს, 13:00 საათზე, უნივერსიტეტის კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და ეკონომ...

ვრცლად