
ტრენინგი თემაზე: კარიერის დაგეგმვა და მართვა
2021 წლის 27-31 მაისის ჩათვლით სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „კარიერის დაგეგმვა და მართვა“.
ტრენინგს უძღვებოდა ტრენერი - ომარ ტერტერაშვილი.
ტრენინგის ჩატარების მიზანი იყო დაეხმაროს სტუდენტს სამსახურის მოძიებაში, დასაქმებაში. ტრენინგის მსვლელობის დროს განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
• გასაუბრების წესი
• მოლაპარაკების ხელოვნება გასაუბრების დროს
• პიროვნული განვითარება
• სამოტივაციო წერილის შედგენა
• CV ის შედგენა
• საკუთარი პოზოციების ეფეკტურად და კორექტულად წარდგენა
• თვითრწმენის ამაღლება
• სოციალურ ქსელებში პოზიციონირების საკითხები
ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.
თჰუ-ს სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური და
მონაწილე სტუდენტები დიდ მადლობას უხდიან ბატონ ომარს და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის წევრებს ასეთი ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრებისთვის.
მსგავსი სიახლეები
2020 წლის 19 მარტს 15:00 საათზე თჰუს საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება პროექტი - ჩვენი ჯარი
2020 წლის 19 მარტს 15:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერისტეტის სა...
ვრცლად2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები!
1. თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში მობილობის მსურველთა (გარე მობილობა) რეგისტრაცია განხორციელდება 2018 წლის 12 იანვრიდან 01...
ვრცლად