საერთაშორისო კონფერენცია DAAD-ის პროექტის ფარგლებში 05.11.2021

საერთაშორისო კონფერენცია DAAD-ის პროექტის ფარგლებში

2021  წლის 28  ოქტომბერს  DAAD-ის პროექტის, ბოლონიის ცენტრის ფარგლებში ჩატარდა ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ფოკუსირებული იყო ფუნდამენტური აკადემიური ღირებულებების მზარდ მოთხოვნებზე უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში (EHEA) და ბოლონიის ჯგუფის (BFUG) პოტენციურ წვლილზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი რანგის ექსპერტები როგორც საგანმანათლებლო, ისე სახელისუფლებო ორგანოებიდან.

შეხვედრა მიზნად ისახავდა ინფორმაციის გაცვლას საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და საერთაშორისო მობილობის გაღრმავების კუთხით. დისკუსიის ფორმატში მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი მოსაზრებები სამეცნიერო ფასეულობების როლზე, სამომავლო საქმიანობის პოტენციალზე, კორონავირუსის კრიზისის შედეგებზე და ურთიერთთანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებზე.

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტიდან ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობდა  სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლია ჭიღლაშვილი.

მსგავსი სიახლეები

აზერბაიჯანული და სომხური თემების წარმომადგენელი ახალგაზრდების ცნობიერების ზრდისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესებში 16.03.2021
II ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია, 6 დეკემბერი, 2021 12.08.2021

II ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია, 6 დეკემბერი, 2021

ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია, 6 დეკემბერი, 2021

ვრცლად
აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები! 12.06.2018

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები!

შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტური

ვრცლად