
თჰუ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტის ვიზიტი ქალაქ ბრიუსელში
თჰუ სამართლის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი ალექსანდრე კუჭავა ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისი (ELSA Tbilisi) ორგანიზებით იმყოფება სასწავლო ვიზიტით ქალაქ ბრიუსელში, ბელგიაში. აღნიშნული სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, ქართველ სტუდენტებს უმასპინძლებენ ელსა ბრიუსელის წევრები. ვიზიტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მონაწილეობა ელსა ბელგიის მიერ დაორგანიზებულ აკადემიურ ღონისძიებებში, ესტუმრონ სხვადასხვა ინსტიტუციებს, მათ შორის ევრო კომისიასა და ევრო პარლამენტს, დაესწრონ ვორქშოფებს და გაიღრმავონ ცოდნა ევროკავშირის სამართლის მიმართულებით. ასევე მოინახულონ ქალაქის ისტორიული ძეგლები და სხვა ღირსშესანიშნაობები. გარდა აკადემიური ნაწილისა, სასწავლო ვიზიტი ასევე მოიცავს სოციალურ პროგრამას, რაც დამატებით ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის კულტურის უფრო ახლოს გაცნობას.
მსგავსი სიახლეები
Erasmus+ საკონტაქტო სემინარი და გერმანული უნივერსიტეტების წარმომადგენელთა ვიზიტი თჰუ-ში
- 2019 წლის 30-31 ოქტომბერს ჩატარდა Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის მიერ ორგანიზებული საკ...
ვრცლადმოხსენება საერთაშორისო კონფერენციაზე
თბილისის ჰუმანიტრული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის პროფესორები: აფილი...
ვრცლად