თჰუ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტის ვიზიტი ქალაქ ბრიუსელში 28.02.2018

თჰუ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტის ვიზიტი ქალაქ ბრიუსელში

თჰუ სამართლის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი ალექსანდრე კუჭავა ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისი (ELSA Tbilisi) ორგანიზებით იმყოფება სასწავლო ვიზიტით ქალაქ ბრიუსელში, ბელგიაში.  აღნიშნული სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, ქართველ სტუდენტებს უმასპინძლებენ ელსა ბრიუსელის წევრები. ვიზიტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მონაწილეობა ელსა ბელგიის მიერ დაორგანიზებულ აკადემიურ ღონისძიებებში, ესტუმრონ სხვადასხვა ინსტიტუციებს, მათ შორის ევრო კომისიასა და ევრო პარლამენტს, დაესწრონ ვორქშოფებს და გაიღრმავონ ცოდნა ევროკავშირის სამართლის მიმართულებით. ასევე მოინახულონ ქალაქის ისტორიული ძეგლები და სხვა ღირსშესანიშნაობები. გარდა აკადემიური ნაწილისა, სასწავლო ვიზიტი ასევე მოიცავს სოციალურ პროგრამას, რაც დამატებით ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის კულტურის უფრო ახლოს გაცნობას.

 

 

მსგავსი სიახლეები

საგანმანათლებლო პროექტი - უწყვეტი განათლება 05.05.2021

საგანმანათლებლო პროექტი - უწყვეტი განათლება

საჯარო ლექციათა ციკლი - „სამართალი და  კანონმდებლობა“ (II...

ვრცლად
2018 - 2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი იწყება 10 სექტემბერს 03.08.2018

2018 - 2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი იწყება 10 სექტემბერს

2018 - 2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი იწყება 10 სექტემბერს.

ვრცლად
საერთაშორისო ელექტრონულ ბაზებთან წვდომა 25.05.2026

საერთაშორისო ელექტრონულ ბაზებთან წვდომა

თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით, უნივერსიტე...

ვრცლად