სამუშაო შეხვედრა გერმანიის პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენელთან და ახალი შეთანანხმება Erasmus+ Kay Action 1 კრედიტ მობილობის ფარგლებში 27.09.2024

სამუშაო შეხვედრა გერმანიის პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენელთან და ახალი შეთანანხმება Erasmus+ Kay Action 1 კრედიტ მობილობის ფარგლებში

 

2024 წლის 20 სექტემბერს, თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა,  პროფესორმა ნონა გელიტაშვილმა, და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ასოც. პროფესორმა გიორგი ხარშილაძემ უმასპინძლეს აშაფენბურგის ტექნიკური უნივერსიტეტის (გერმანია) საერთაშორისო ოფისისა და კარიერული სამსახურის ხელმძღვანელს - ერნსტ შულთენს.

ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი სახის შეხვედრა შედგა თბილისის ჰუმანიტარული  უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, დაიგეგმა კონკრეტული აქტივობები სამომავლო პროექტების თაობაზე და შედგა შეთანხმება 2025 წლის Erasmus+ Kay Action 1 კრედიტ მობილობის ფარგლებში განსახორციელებელ გაცვლით პროგრამებზე.
 
აშაფენბურგის ტექნიკური უნივერსიტეტი თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სტრატეგიული მნიშვნელობის პარტნიორია გერმანიაში. უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას კვლევისა და სწავლების კომპონენტის ფარგლებში. 
 

მსგავსი სიახლეები

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს უნივერსიტეტში! 09.09.2023

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს უნივერსიტეტში!

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს უნივერსიტეტში! თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ყველა მიმართულების სტუდენტს ვულოც...

ვრცლად
თჰუში ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია თემაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობა (Eastern Partnership - EaP) და ბიზნესის განვითარების პერსპექტივები კავკასიის რეგიონში“ 18.06.2018

თჰუში ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია თემაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობა (Eastern Partnership - EaP) და ბიზნესის განვითარების პერსპექტივები კავკასიის რეგიონში“

2018 წლის 25 მაისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა სტუდენტური კონფერენცი...

ვრცლად