გამარჯვებული საგრანტო პროექტი
გამარჯვებული საგრანტო პროექტი თემაზე: "7 დან 12 წლამდე პოსტკოვიდურ პაციენტებში ნერწყვის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების და მათი პირის ღრუს მხრივ გამოვლინებებთან და პირის ღრუს ჯანმრთელობის ინდიკატორებთან ასოციაციის შესწავლა“.
თბილისის სასწავლო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის მიერ 2022-23 სასწავლო წელს გამოცხადებული შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო გრანტის კონკურსის ფარგლებში გამოვლინდა გამარჯვებული პროექტი მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებების მიმართულებით: „7 დან 12 წლამდე პოსტკოვიდურ პაციენტებში ნერწყვის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების და მათი პირის ღრუს მხრივ გამოვლინებებთან და პირის ღრუს ჯანმრთელობის ინდიკატორებთან ასოციაციის შესწავლა“. პროექტის ხელმძღვანელია თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აფილირებული ასიტენტი, საქართველოს უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორანტი ლია მანია. პროექტი მიმდინარეობს თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის, შოთა რუსტაველის საქართველოს ეროვნული ფონდის და საქართველოს უნივერსიტეტის თანადაფინანსებით. თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის შიდა გრანტის ფარგლებში პროექტში ჩართულია ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ილონა საყვარელიძე და სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტები, რომელთა შერჩევა მოხდა კონკურსის წესით: მარსაგიშვილი მარიამი, ასტამაძე ია, გათენაძე არჩილ, გოგუა ხატია, ნაკაშიძე ქრისტინე, მშვიდობაძე ლიზა. კვლევის შუალედური და საბოლოო შედეგების წარდგენა გათვალისწინებულია სტუდენტურ საერთაშორიშო კონფერენციებზე და პუბლიკაციებში 2023 წლის გაზაფხულზე .
მსგავსი სიახლეები
ზოტერო - სამეცნიერო წყაროების შეგროვებისა და მართვის პროგრამა
გაცნობებთ რომ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ინიციატივით 10-11 ნოემბერს ჩატარდება ტრენინგი თემაზე ,,ზოტერო - სამეცნიერო წყაროების შეგროვე...
ვრცლადსტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების...
ვრცლად
