საინტერესო შეხვედრა, საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურთან! 22.11.2024

საინტერესო შეხვედრა, საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურთან!

2024 წლის 20 ნოემბერს 12:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა სტუდენტებთან და აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალთან.

შეხვედრაზე საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა  გიორგი ხარშილაძემ სტუდენტებსა და აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს გააცნო სამსახურის სამოქმედო გეგმა და წარმოადგინა  პრეზენტაცია თემაზე: „საერთაშორისო მობილობა, როგორც ინტერნაციონალიზიციის მთავარი მექანიზმი“.

პრეზენტაციის დასასრულს მონაწილეთა შორის გაიმართა დიალოგი. შეხვედრაზე, სტუდენტთა თვითმმართველობის თავმჯდომარის მოადგილემ, თათია მაზანაშვილმა ისაუბრა თვითმმართველობის მიმდინარე და სამომავლო გეგმებზე, მანვე გამოთქვა მოსაზრება პარტნიორ უნივერსიტეტებთან, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, მოწვეული ლექტორების ჩართულობით დაიგეგმოს საჯარო ლექცია “კიბერუსაფრთხოების საკითხებთან“ მიმართებით. 

მსგავსი სიახლეები

თჰუს ესტუმრა საქართველოში ლიბანის საპატიო კონსული ანესტას ელ-მური 10.06.2019

თჰუს ესტუმრა საქართველოში ლიბანის საპატიო კონსული ანესტას ელ-მური

2019 წლის 27 მაისს სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით საქართველოს თბი...

ვრცლად
სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა 22.11.2022

სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების...

ვრცლად