ტრეინინგი: ეფექტური პრეზენტაციის მომზადების და წარდგენის ტექნიკები 19.10.2018

ტრეინინგი: ეფექტური პრეზენტაციის მომზადების და წარდგენის ტექნიკები

ხუთშაბათს 25 ოქტომბერს 12:00 სთ-ზე, თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის მოწვევით, ტრეინინგს  ჩაატარებს ევროპის აკადემიური ცენტრის ტრენერი, ფინანსების დოქტორი და სულხან-საბას სასწავლო უნივერსიტეტის ასისტენტ  - პროფესორი დავით პიტიურიშვილი.

 

განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

» პრეზენტაციის 6 ეტაპი (პრეზენტაციის დაგეგმვა, ტექსტის მომზადება, თვალსაჩინოების მომზადება, რეპეტიცია, პრეზენტაცია - წარმართვა, პრეზენტაციის შემდგომი დისკუსია);
» მოხსენების შიში და მასთან ბრძოლის საშაუალებები;
» პრეზენტაციის მსვლელობის დროს დასაცავი წესები;
» სუბიექტური რეალობის როლი პრეზენტაციის მომზადების და წარდგენის დროს;
» ეფექტური კომუნიკაცის არსი და მისი მნიშვნელობა პრეზენტაციის  წარდგენის დროს;
» კომუნიკაციის პროცესში დაშვებული შეცდომები და მათი გამოსწორების ხერხები;

 

ტრეინინგზე დასწრება შეუძლიათ მხოლოდ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს!

მსგავსი სიახლეები

ვიზიტი საქართველოს პარლამენტში 24.05.2016

ვიზიტი საქართველოს პარლამენტში

2015 წლის 12 ივნისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები საქართვლოს საკანონმდებლო ორგანოს - პარლამენტს სტუმრობდნენ....

ვრცლად
საჯარო ლექცია თემაზე:  „ინფლაციის თარგეთირება და ფასების სტაბილურობა“ 15.06.2020

საჯარო ლექცია თემაზე: „ინფლაციის თარგეთირება და ფასების სტაბილურობა“

2020 წლის 12 ივნისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართა საჯარო ლექცია თემ...

ვრცლად