თჰუში ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია თემაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობა (Eastern Partnership - EaP) და ბიზნესის განვითარების პერსპექტივები კავკასიის რეგიონში“
2018 წლის 25 მაისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია თემაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობა (Eastern Partnership - EaP) და ბიზნესის განვითარების პერსპექტივები კავკასიის რეგიონში“ ("Eastern Partnership - EaP and Business Development Perspectives in the Caucasus Region"). კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ბაკალავრიატის საფეხურის ქართული და რუსული პროგრამების მე-2, მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებმა. კონფერენციის გახსნაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს: ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა - პროფ. ნონა გელიტაშვილმა, ასევე მოწვეულმა სტუმარმა - ორგანიზაცია ProActive Group Georgia-ს ხელმძღვანელმა, „ახალგაზრდა ევროპელმა ელჩმა“ - გიორგი აგირბაიამ. კონფერენციაზე წარმოდგენილი თემები შეეხებოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების - საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვას - ეკონომიკურ მდგომარეობასა და ბიზნესის განვითარებას, ევროკავშირის მიერ ამ ქვეყნებში განხორცილებულ და დაგეგმილ პროექტებს. თითოეული გამომსვლელის შემდეგ გაიმართა დისკუსია განხილული თემების გარშემო. კონფერენციის ბოლოს, ჟიურიმ შეარჩია 3 საუკეთესო პრეზენტატორი, რომლებიც დასაჩუქრდნენ „ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის“ მიერ გადმოცემული წიგნებით. ყველა მონაწილეს გადაეცა კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი. კონფერენციისთვის მომზადებული მოხსენებები გამოიცემა კრებულის სახით.
მსგავსი სიახლეები
2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები!
1. თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში მობილობის მსურველთა (გარე მობილობა) რეგისტრაცია განხორციელდება 2018 წლის 12 იანვრიდან 01...
ვრცლადტრენინგი: ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგის მეთოდები და მექანიზმები
პარასკევს 13 დეკემბერს 14 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტის ორგანიზე...
ვრცლადგამოცხადებული ღია კონკურსის შედეგი: აკადემიურ თანამდებობაზე
ღია კონკურსის შედეგი შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტურია კადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგ...
ვრცლად
