აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტსა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ხელშეკრულება აკადემიური გაცვლის შესახებ
აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტსა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ხელშეკრულება აკადემიური გაცვლის შესახებ. თანამშრომლობა ითვალისწინებს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლას. გერმანული და ინგლისური ენის მცოდნე სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, ერთი ან ორი სემესტრით ისწავლონ გერმანიაში, აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში. თჰუ-ს პროფესორ-მასწავლებლებს კი მოკლევადიანი ვიზიტით მიიწვევენ ლექციებისა და სემინარების ჩასატარებლად, ასევე სიმპოზიუმებში, კვლევებსა და სპეციალურ პროექტებში მონაწილეობის მისაღებად. ორმხრივი ხელშეკრულება აგრეთვე ითვალსიწინებს ფაკულტეტებს შორის ურთიერთსასარგებლო ვიზიტების განხორციელებას და ერთობლივი პროგრამების შემუშავებას. აღნიშნულ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან გერმანული მხრიდან ეკონომიკისა და სამართლის ფაკულტეტი, ქართული მხრიდან კი - ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი და სამართლის ფაკულტეტი.
მსგავსი სიახლეები
კომუნიკაციის გამოწვევები - სად არის ზღვარი PR-სა და მარკეტინგს შორის
2023 წლის 2 მაისს, 12:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „კომუნიკაციის გამოწვევები - სად არის ზღვარი
ვრცლად
