ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანის - პროფ. ნონა გელიტაშვილის მონაწილეობა ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის ონლაინ ვორკშოპში - „დროის მენეჯმენტი და თვითმენეჯმენტი მეცნიერებაში“
25 და 26 ივნისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა - პროფ. ნონა გელიტაშვილმა მონაწილეობა მიიღო ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის (ფრანკფურტ ოდერი, გერმანია) კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრის (Viadrina Center for Graduate Studies at Europa-Universität Viadrina) მიერ გამართულ ონლაინ ვორკშოპში, თემაზე: „დროის მენეჯმენტი და თვითმენეჯმენტი მეცნიერებაში“.
აღნიშულ ღონისძიებაზე პროფ. ნონა გელიტაშვილი მიწვეული გახლდათ, როგორც ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის კვლევითი პროექტის მონაწილე. ვორკშოპში მონაწილეობდნენ აგრეთვე ფრანკფურტისა და ბერლინის უნივერსიტეტების ახალგაზრდა მეცნიერები და მკვლევარები. ვორკშოპი წარიმართა დისკუსიისა და ჯგუფური მუშაობის ფორმატში. ვორკშოპის ფარგლებში გამართულმა შეხვედრებმა შესაძლებლობა მისცა პროფ. ნონა გელიტაშვილს, გაეფართოვებინა ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის არეალი, ასევე გაემდიდრებინა ცოდნა სამეცნიერო კვლევების ორგანიზების მიმართულებით. ვიადრინას კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრის მიერ დაგეგმილია კიდევ რამდენიმე ონლაინ შეხვედრა, რომლებიც მიეძღვნება ვორშკოპებზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვისა და სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანობის შეფასების განხილვას.
მსგავსი სიახლეები
შიაულიაის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე თჰუ-ში
2016 წლის 20 აპრილს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტის...
ვრცლადსაჯარო ლექცია თემაზე - „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სამართლებრივი, გეოგრაფიული და პოლიტიკური ასპექტები (XX საუკუნე)“
2020 წლის 11 ივნისს 16 საათზე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის...
ვრცლადგარემობილობით ჩასარიცხ სტუდენტთა საყურადღებოდ!
2018 წლის 07 სექტემბრის 17.00 საათამდე მიმდინარეობს გარემობილობით ჩასარიცხ სტუდენტთა მიერ თბილისის ჰუმანიტ...
ვრცლად
