სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების „ფორუმი 2024“ 10.03.2024

სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების „ფორუმი 2024“

2024 წლის 18 მარტს 12.00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა დასაქმების ფორუმი.

ფორუმზე დამსაქმებლის სტატუსით წარმოდგენილი იქნებიან შემდეგი ორგანიზაციები: შპს „კლასიკ დენტი“; შპს  „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“; სსიპ- საჯარო სამსახურის ეროვნული ბიურო; სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო; შპს „კლინიკა მედიკა ჯანმრთელობის ცენტრი“; „ინოვაციების განვითარების ფონდი“; ა.ი.პ „აისეკ საქართველო“ და საქართველოს ნოტარიუსთა პალატა.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის  სტუდენტები და კურსდამთავრებულები.

დამსაქმებლები სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გააცნობენ თავიანთი ორგანიზაციების სტანდარტებსა და მოთხოვნებს, გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებებს, კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

დასაქმების ფორუმში მონაწილეთა მსურველებს გთხოვთ, დაუკავშირდეთ  სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურს

მსგავსი სიახლეები

ბიზნეს კომუნიკაცია: არსი და პრაქტიკული გამოყენება 01.12.2023

ბიზნეს კომუნიკაცია: არსი და პრაქტიკული გამოყენება

2023 წლის 5 დეკემბერს, 14:00 საათზე, თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში გაიმართება ვორკშოპი სტუდენტებისთვის, თემაზე: „ბიზნეს კომუნიკაცია: არსი და პრაქტიკული გამო...

ვრცლად
2021 წლის 5 ივნისს გაიმართება ონლაინ ლექცია თემაზე: კოვიდ ეკონომიკა 19.05.2021

2021 წლის 5 ივნისს გაიმართება ონლაინ ლექცია თემაზე: კოვიდ ეკონომიკა

თბილისის ჰუმანიტარულ  სასწავლო უნივერსიტეტში 2021 წლის 5 ივნისს 11:00 სთ-ზე გაიმართება თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დი...

ვრცლად