თჰუ - ს ასოცირებული პროფესორი სტუმრად გადაცემა „დილის პალიტრაში“
სამართლის, ბიზნესის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი ნანა ალექსიძე „დილის პალიტრას“ სტუმარობდა, თემით - მოახლოებული გამოცდები, ფსიქოლოგიური მზაობა და მოზარდების მხარდაჭერა.
მოახლოებული გამოცდების პერიოდი მოსწავლეებისთვის ხშირად თან ახლავს სტრესს, შფოთვასა და ემოციურ დაძაბულობას. როგორ უნდა მოემზადონ მოზარდები ფსიქოლოგიურად, რა როლი აკისრიათ მშობლებსა და პედაგოგებს მათი მხარდაჭერის პროცესში და როგორ შევამციროთ საგამოცდო შფოთვა – ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტმა, თჰუ უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ნანა ალექსიძემ.
გადაცემაში განიხილეს:
- როგორია მოზარდების ფსიქოლოგიური მდგომარეობა საგამოცდო პერიოდში;
- რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდებათ მათ ოჯახისა და სკოლისგან;
- როგორ ავიცილოთ შფოთვა და გავზარდოთ მოტივაცია;
- რა უნდა გავითვალისწინოთ როგორც მშობლებმა, ისე მასწავლებლებმა.
ნანა ალექსიძე გადაცემაში დამსწრე აუდიტორიას პრაქტიკულ რჩევებსა და რეკომენდაციებს სთავაზობს, რომლებიც ხელს შეუწყობს მოზარდების ემოციურ სტაბილურობას და უკეთეს აკადემიურ შედეგებს.
გადაცემის ბმული: https://live.palitranews.ge/2025-05-29/09:20
მსგავსი სიახლეები
სტამბოლში IV საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია „ინოვაციური მიდგომები მეცნიერებაში“ ჩატარდა
2026 წლის 10-12 მაისს, სტამბოლში (თურქეთი) ჩატარდა IV საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია „ინოვაციური მიდგომები მეცნიერებაში“, რომელსაც მასპინძლობდა...
ვრცლადსაჯარო ლექცია თემაზე - ქვეყნის შიგნით ადგილნაცვალ პირთა სამართლებრივი დაცვის ხელისშემშლელი ფაქტორი
2019 წლის 27 ნოემბერს 13:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტის ორგანიზ...
ვრცლადონლაინ ლექცია: საქართველოს სასტუმრო ინდუსტრიის პრობლემები და გამოწვევები პანდემიის ფონზე
]2020 წლის 18 ნოემბერს, ოთხშაბათს, 18:00 საათზე, უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის...
ვრცლად
