თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სტუდენტთა რიგით VI საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია!
2025 წლის 4 ივნისს თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში სტუდენტთა რიგით VI საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.
კონფერენციის მიზანს სტუდენტთა კვლევითი და ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბება, წარმატებული სტუდენტების გამოვლენა და წახალისება წარმოადგენდა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები.
კონფერენცია მოიცავდა სამ სექციას,- მედიცინა, სამართალი, ბიზნეს-ეკონომიკა და ფსიქოლოგია. თითოეულ სექციას უძღვებოდა და აფასებდა დარგის მიმართულების მოდერატორი და კომისიის წევრები.
სამეცენიერო კონფერენციაზე სტუდენტები წარსდგნენ საინტერესო მოხსენებებით. მონაწილეთა შორის გაიმართა დისკუსია. მათი მხრიდან გაჟღერდა არაერთი წინადადება და მოსაზრება, მეცნიერების სხვადასხვა დარგის განვითარების კუთხით.
კომისიის წევრებმა დადებითად შეაფასეს კონფერენციაში სტუდენტთა აქტიური ჩართულობა. დასასრულს კი ყველა მონაწილეს გადაეცა სამეცნიერო კონფერენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური
მსგავსი სიახლეები
პროექტი - ევროსტუდენტი VII: საერთაშორისო კვლევა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სოციალური კვლევისა და ა...
ვრცლადსაჯარო ლექცია - „რეგულაციები, რომლებიც აფერხებენ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“
2020 წლის პირველ ივნისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი...
ვრცლადსამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ!
გრძელდება პროფესიული პრაქტიკის კურსი ქალაქ თბილისის მერიაში.
ვრცლად
