პროექტი „გახდი ბუნების მეგობარი“ 03.08.2025

პროექტი „გახდი ბუნების მეგობარი“

შემოგვიერთდი და გახდი ცვლილების ნაწილი!

 

 

2025 წლის 9 აგვისტოს, პროექტის „გახდი ბუნების მეგობარი“ ფარგლებში  გაიმართება გარემოს დასუფთავების ღონისძიება,  უჯარმის ციხისა და მიმდებარე ტყის ტერიტორიაზე. ღონისძიება ტარდება „კრედობანკის“ მხარდაჭერით.

 

     ღონისძიების მიზანია:

* კულტურული მემკვიდრეობისა და ეკოსისტემის დაცვა;
* ახალგაზრდებში გარემოზე ზრუნვის მოტივაცია და მოხალისეობის სულისკვეთების გაზრდა;

* საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვისა და ეკოლოგიური ღირებულებების შესახებ!

ლოკაცია: უჯარმის ციხე და მიმდებარე ტყე!
დასაწყისი: 12:00 | დაბრუნება: დაახლოებით 17:00
შეკრების ადგილი: თბილისი, ვახტანგ მე-6 N22 (ავლაბრის მეტროს უკან)

 მონაწილეებისთვის დაგეგმილია:

* ეკო-ვიქტორინა და TikTok ვიდეო კონკურსი;

* ეკო-მეგობრული, მრავალჯერადი გამოყენების საჩუქრები;
* სერთიფიკატები ყველა მონაწილისათვის;

* პროფესიონალური ფოტო/ვიდეო გადაღება;

 გათამაშდება 30 ბრენდირებული ნივთი — ეკო ჩანთები, მრავალჯერადი გამოყენების თერმო ჭიქები, წყლის ბოთლები და სხვა საინტერესო სიურპრიზები!
გამარჯვებული TikTok ვიდეოები გამოქვეყნდება სოციალურ ქსელებში.


მონაწილეობის მიღება თავისუფალია:
რეგისტრიციისათვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს:  
https://docs.google.com/…/1FAIpQLSfwt0otqz0Z8gOv…/viewform…
რეგისტრაციის ბოლო ვადა 7 აგვისტო!

 

სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური გისურებთ წარმატებას!

 

მსგავსი სიახლეები

 მანანა მათიაშვილი სტუმრად გადაცემაში "ახალი დღე" 13.10.2023

მანანა მათიაშვილი სტუმრად გადაცემაში "ახალი დღე"

ლიტერატურაში 2023 წლის ნობელის პრემია გადაეცა ნორვეგიელ მწერალ იუნ ფოსეს. ამ ღირსშესანიშნავ ფაქტთან დაკავშირებით თბილისის ჰუმანიტა...

ვრცლად