სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ 22.08.2025

სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საჯარო უწყებებში სტუდენტების და კურსდამთავრებულთათვის სტაჟირების პროგრამა იწყება.

სტაჟირების მსურველებს შეუძლიათ განაცხადის გაკეთება 2025 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებადი ვებგვერდის - www.hr.gov.ge-ის მეშვეობით,

სტაჟიორად შეიძლება, მიღებულ იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში), ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხური 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.

შერჩევის კრიტერიუმად განისაზღვრა სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრება (ქულათა სისტემა - 71-100 ქულის მაჩვენებელი ან/და GPA - 2.7-4.0).

კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად - განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება. სტაჟირების მსურველ პირს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შექმნილი კომისია შეაფასებს. თანაბარი კანდიდატების შემთხვევაში, გასაუბრებისას უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლესი აკადემიური მოსწრების კანდიდატებს.

შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას 2025 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან.

იმ საჯარო დაწესებულებაში სტაჟირება, სადაც მუშაობა საჯარო სამსახურად ითვლება, საჯარო სამსახურის სტაჟში ჩაითვლება, ხოლო საჯარო დაწესებულებაში შემავალ საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირში სტაჟირება - საერთო სტაჟში/სამუშაო გამოცდილებაში.

დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ელექტრონულ ფოსტაზე - userhr@gov.ge. ან ტელ - (995 32) 299 09 00

სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების

სამსახური გისურვებთ წარმატებას

მსგავსი სიახლეები

თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი 02.07.2018

თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი

გაცნობებთ, რომ თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტის იურიდიული კლინიკის ორგანიზებით 201...

ვრცლად
2020 წლის 4 ნოემბერს გაიმართება ონლაინ შეხვედრა ქვემო ქართლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან 31.10.2020

2020 წლის 4 ნოემბერს გაიმართება ონლაინ შეხვედრა ქვემო ქართლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან

2020 წლის 4 ნოემბერს, ოთხშაბათს, 13:00 საათზე, უნივერსიტეტის კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და ეკონომ...

ვრცლად
სს "ევექსის კლინიკებსა" და თჰუ-ს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა 06.03.2023

სს "ევექსის კლინიკებსა" და თჰუ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სს "ევექსის კლინიკებსა" და შპს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის ხელი მოეწერა უ...

ვრცლად