განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია 23.09.2025

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია

2025 წლის 23-24 სექტემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია გახსნა, სადაც განათლების ხარისხის უზრუნველყოფის კონტექსტში უმაღლესი, პროფესიული, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით მიღწევები და გამოწვევები განიხილეს.

გივი მიქანაძემ დამსწრე საზოგადოებას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დაარსებიდან 15 წლისთავი და ბოლონიის პროცესის 20 წლის იუბილე მიულოცა. მან წარმატება უსურვა ცენტრს მომავალ საქმიანობაში და განათლების ყველა საფეხურზე ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA), უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR), სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციისა (WFME) და ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) წარმომადგენლები მონაწილეობენ. ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, ღონისძიებას ესწრებიან უმაღლესი, პროფესიული, ზოგადი, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები და თანამშრომლები.

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტიდან შეხვედრაში მონაწილეობდა უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი მ. ჭელიძე.

მსგავსი სიახლეები

ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? 05.04.2019

ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის?

2019 წლის 04 აპრილს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა ინტელექტუალური თამაში...

ვრცლად
ონლაინ ლექცია: საქართველოს სასტუმრო ინდუსტრიის პრობლემები და გამოწვევები პანდემიის ფონზე 19.11.2020

ონლაინ ლექცია: საქართველოს სასტუმრო ინდუსტრიის პრობლემები და გამოწვევები პანდემიის ფონზე

2020 წლის 18 ნოემბერს, ოთხშაბათს, 18:00 საათზე, უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის...

ვრცლად