სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას თემაზე   ,, საქართველოს კურორტების მდგრადი განვითარება“ 17.10.2025

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას თემაზე ,, საქართველოს კურორტების მდგრადი განვითარება“

გაცნობებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ კურორტების განვითარების სააგენტო 2025 წლის 20 ნოემბერს მართავს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას თემაზე   ,, საქართველოს კურორტების მდგრადი განვითარება“.

კონფერენციის მიზანია, საქართველოს კურორტების განვითარების ხელშეწყობა, სააგენტოსა და საქართველოში აკრედიტირებულ უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება, სტუდენტების ჩართულობა საქართველოში ჯანმრთელობის ტურიზმისა და კურორტების სამომავლო განვითარებაში. აღნიშნული კონფერენცია სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ჩაატარონ კვლევები, ახალი იდეების საფუძველზე შექმნან პროექტები და მონაწილეობა მიიღონ საქართველოში ჯანმრთელობის ტურიზმის და კურორტების განვითარების ხელშეწყობაში.

კონფერენციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართში.

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია - 20 ნოემბერი 

თეზისების წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 27 ოქტომბერი 18:00 საათი. კონფერენციის თეზისები უნდა გაიგზავნოს სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს ელ.ფოსტაზე info@resorts.gov.ge

ელ.ფოსტის საგანში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს

კონფერენციის დასახელება.

 

სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი სიახლეები

საჯარო ლექცია, თემაზე - „როგორ გავხდე ადვოკატი“ 14.05.2026

საჯარო ლექცია, თემაზე - „როგორ გავხდე ადვოკატი“

2026 წლის 16 ივნისს 15:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში სამართლის, ბიზნესის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  სტუდენტებისთვი...

ვრცლად
ნეიროქირურგ ალექსანდრე შულაიას მასტერკლასი 21.06.2019

ნეიროქირურგ ალექსანდრე შულაიას მასტერკლასი

2019 წლის 24 ივნისს 13 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტთათვ...

ვრცლად