არ გამოტოვო.. „GIPA-ს ადგილობრივი თვითმმართველობის აკადემია სტუდენტებისთვის 2026“ 23.09.2026

არ გამოტოვო.. „GIPA-ს ადგილობრივი თვითმმართველობის აკადემია სტუდენტებისთვის 2026“

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)  იწყებს პროექტს „GIPA-ს ადგილობრივი თვითმმართველობის აკადემია სტუდენტებისთვის 2026“.

ინიციატივის მთავარი მიზანია თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის უნივერსიტეტების სტუდენტებში ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება, მათი პრაქტიკული უნარების განვითარება.

პროექტის მონაწილეობისათვის კანდიდატები გაივლიან ორეტაპიან კონკურსს, რომელიც უზრუნველყოფს მოტივირებული და აქტიური სტუდენტების შერჩევას. მსურველებმა უნდა შეავსონ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა, სადაც დააფიქსირებენ თავიანთ მონაცემებს, უნივერსიტეტს და კურსს.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში 

GIPA-ს წერილი უნივერსიტეტებს.pdf

მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ მითითებულ ბმულზე

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSf9SitQdxNWveqvpTIsaRGhIYH9Y2CLKb5BTJrw8NNwsBBZzw/viewform

სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი სიახლეები

VI საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენციის მასალების კრებული 01.09.2025

VI საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენციის მასალების კრებული

VI საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული  ინტერდისციპლინური კონფერენციის მასალების კრებული თბილისი, 4 ივნისი, 2025  

ვრცლად